
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსი 12 პირს გამოუვლინდა.
მათგან 3 დაბა ხარაგაულის მაცხოვრებელია, თითო-თითო ინფიცირებულია თეთრაწყაროში, ლაშის იგორეთსა და ჯაფაროულში.
ერთი ოჯახის 6 წევრი დაინფიცირდა მაქათუბანში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ინფიცირების 1 337 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 235 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 გარდაიცვალა.
81 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 16 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. იზოლაციაშია 60 მოქალაქე.
გუშინ ხარაგაულში სკოლების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, სკოლების თანამშრომელთა როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტის პასუხები უარყოფითია.
ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტი ხარაგაულში მოქმედი სკოლების 400-ზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ. ისინი რეგულაციების დაცვისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის