

დღეს, 30 სექტემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 150-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
ამ ცენტრის ექიმის, მაკა გელაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. ტესტირებაზე მისული თითოეული სკოლის თანამშრომელთა 20%-ს PSR ტესტი გაუკეთეს, ხოლო, 80%-ს – სწრაფი ტესტი.
„ორშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან, სკოლის თანამშრომელთა ტესტირება უფრო ორგანიზებული იქნება, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, – სწავლის დაწყების დღიდან, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გრაფიკს შევადგენთ – რომელ დღეს რომელი სკოლის პერსონალი ჩაიტარებს კორონავირუსზე ტესტირებას“.
ტესტირება სავალდებულოა როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული, ისე აუცრელი პირებისთვისაც.
მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ხარაგულის #2, სასულიერო გიმნაზიის, ხევის, ნადაბურის, ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლების თანამშრომელთა 90% ვაქცინირებულია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ინფიცირების 1 325 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 230 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.
75 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან 15 პირი სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,