

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. 22 მარტს ავსტრიაში გაემგზავრება. გერმანიისა და ავსტრიის ვიზიტების შესახებ ნოდარ ებანოიძეს ვესაუბრეთ.
-გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ვმუშაობთ პარლამენტისა და აუდიტის სამსახურის ურთიერთობის ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე. აუდიტის სამსახურის ანგარიშები არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები, რომელთა აღსრულებაზე რეაგირება პარლამენტმა უნდა მოახდინოს. გერმანიაში ბუნდესტაგი ისმენს ამ ანგარიშებს და დავალებები ეძლევათ სახელმწიფო უწყებებს.
ჩვენ გერმანულ მოდელთან ვართ ახლოს. ორი წელია, ვთანამშრომლობთ მათთან. მოვიწვიეთ გერმანელი ექსპერტები და ბუნდესტაგის კომიტეტის წევრები. ბუნდესტაგის აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე პირადად გვსტუმრობდა გასული წლის ბოლოს. მასთან ერთად განვიხილეთ საქართველოში მსგავსი მექანიზმების შექმნის აუცილებლობა და პირველი გადასადგმელი ნაბიჯები.
ამჟამად ჩვენი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დავამტკიცეთ სამუშაო ჯგუფის დებულება. კომიტეტში იმუშავებს აუდიტის ანგარიშების განმხილველი ჯგუფი, რომელიც კომიტეტს მოუმზადებს შესაბამის დასკვნებს.
გერმანიაში დავესწარით საკმაოდ საინტერესო განხილვას, დავაკვირდით, როგორ ამუშავებდა და ამზადებდა აუდიტის სამსახური ანგარიშებს ბუნდესტაგში წარსადგენად. დავესწარით საკომიტეტო განხილვებს, რომელიც დილის შვიდ საათზე დაიწყო. ვნახეთ, მთავრობის წევრებთან ერთად როგორ იხილებოდა, რა რეკომენდაციები შესრულდა და რა – არა, რატომ იყო შეფერხება რეკომენდაციების შესრულებაში. მთავრობას სრულად აკონტროლებს ბუნდესტაგი. თუ რომელიმე უწყებამ აუდიტის რეკომენდაცია არ შეასრულა, ბიუჯეტის დამტკიცების დროს ვეღარ მიიღებს დეპუტატების მხარდაჭერას.
გერმანიაში კანონმდებლობა ითვალისწინებს ეფექტური მართვის ვალდებულებას. ახლა ვიწყებთ ამ საინტერესო გამოცდილების გაზიარებას საქართველოს პარლამენტში.
ნოდარ ებანოიძე 22 მარტიდან 29 მარტამდე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში მიემგზავრება. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი იმ სამთავრობო სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.
-ძალიან რთული პროცესია და გვაინტერესებს, საზღვარგარეთ როგორ განხორციელდა ეს პროცესი, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – ერთია, რომ ჩვენ დავაწესებთ შეღავათებს, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი ეკონომიკური გაანგარიშებები, ეკონომიკური აქტივობები. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ეფექტური კანონპროექტის შესამუშავებლად ავსტრიის მაღალმთიანი რეგიონების მაგალითზე უნდა გავეცნოთ, როგორ არის გაწერილი მათ კანონმდებლობაში ეს საკითხი.
კრიტერიუმებში ახალი ელემენტები დავამატეთ, – დამრეცი ფართობი, მექანიზაციის შეუძლებლობა, სოფელში სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების არარსებობა. ამჟამად გათვალისწინებული კრიტერიუმებით მაღალმთიანის სტატუსის დასახლებებში, ვფიქრობ, ხარაგაულის ცალკეული სოფლები უნდა მოხვდეს. მაღალმთიანი სტატუსის სოფლები შეღავათებით ისარგებლებენ და მათთვის გარკვეული პროგრამები განხორციელდება.
მოსაძიებელია შესაბამისი თანხები. საკანონმდებლო ინიციატივა განვიხილეთ პრემიერ მინისტრთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ამ ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბებისთვის სამი ვარიანტი მუშავდება.
ლაურა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი