
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალს, ამ კონკურსის ორგანიზატორებთან ერთად, მხარდამჭერი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ ფინალურ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი“ კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი ახალგაზრდებს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულებების გამომუშავებაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმებისა და აქტივობების არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი საკითხებში ცოდნის გაღრმავებას, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მეტი სკოლა ერთვება სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში.“
ფინალისტებმა ღონისიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც მათ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განახორციელეს.
კონკურსში მონაწილე 31 ფინალისტიდან „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მფლობელი სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლა გახდა. მეორე ადგილზე კიცხის სკოლა გავიდა, მესამე ადგილზე – რუსთავის IX და საჩხერის II საჯარო სკოლები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შემდეგი პრიზებით:
I ადგილის მფლობელი – 8, 000 ლარიანი გრანტი ეკოკლუბისთვის;
II ადგილის მფლობელი – 6, 000 ლარიანი გრანტი ეკოკლუბისთვის;
III ადგილის მფლობელები – 4,000 ლარიანი გრანტი ეკოკლუბებისათვის.
კონკურსში აქტიურად იყო ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელმაც რამდენიმე ნომინაცია დააწესა.
ამ ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის „მწვანე ჯილდო“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ვერულაშვილს გადასცა. რჩეული „ეკოსპიკერი“ კი სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა ზვიადაძე გახდა.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გამოავლინა გამარჯვებული ეკოკლუბი. აღნიშნული ჯილდო სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლას გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრადიციული პრიზი „ერთი დღე მინისტრად“ გადაეცა ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ესაილ იგიტიანს, რომელიც ერთ სამუშაო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაატარებს.
გარდა ამისა, დასახელდნენ კონკურსის პარტნიორების რჩეული ეკოკლუბები, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
FAO-ს ადგილობრივი ოფისის რჩეული ეკოკლუბები გახდნენ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა და ბადიაურის საჯარო სკოლა.
ორივე სკოლა პროექტორით დაჯილდოვდა, ხოლო ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის თითოეული წევრი – სმარტფონით.
განათლებისა სამინისტრომ დააჯილდოვა ფინალის მეორე ეტაპზე გადასული 10 ეკოკლუბი:
თბილისის #51 საჯარო სკოლა, იყალთოს საჯარო სკოლა, ძველი ანაგის საჯარო სკოლა, რუსთავის #9 საჯარო სკოლა, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, რუხის საჯარო სკოლა, კიცხის საჯარო სკოლა, ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლა, საჩხერის #2 საჯარო სკოლა, გვიმრიანის საჯარო სკოლა.
მეორე ეტაპის პირველ სამეულს – თბილისის #51 სკოლას, იყალთოსა და ძველი ანაგის სკოლებს კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები გადაეცემათ, ხოლო მომდევნო 7 ეკოკლუბს – წიგნების ვაუჩერები.
თბილისის ზოოპარკი ბიომრავალფეროვნების თემაზე საგანმანათლებლო მასალებს გადასცემს შემდეგ სკოლებს: ჭაქვინჯის საჯარო სკოლა, გუმბათის საჯარო სკოლა, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, ქორეთის საჯარო სკოლა, ოტობაიას #1 სკოლა, კეხიჯვრის საჯარო სკოლა, ინჩხურის საჯარო სკოლა, გორგაძეების საჯარო სკოლა, სახალვაშოს საჯარო სკოლა, ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა.
ამასთან, ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბსა და ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის ეკოკლუბს თბილისის ზოოპარკი საგანმანათლებლო ტურზე მიიწვევს.
სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
კიცხის სკოლამ „ნიკო კეცხოველის პრემიის“ ფინალში მეორე ადგილი მოიპოვა
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის