

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი „ქამრების შემოჭერის“ აუცილებლობაზე საუბრობს. „გამგეობა ვიზრუნებთ იმაზე, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შევამციროთ, – განაცხადა მან საკრებულოს ბიუროს 23 თებერვალს გამართულ სხდომაზე, – პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მოწოდება „ქამრების შემოჭერის“ თვალსაზრისით. ჩვენც შევეცდებით, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება. საკრებულოს უახლოეს სხდომებზე შემოვალთ ინიციატივით, რომ შემცირდეს გამგეობის საპრემიო ფონდი. ხარაგაულის აღმასრულებელი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ეხმიანება პრემიერის ინიციატივას და ჩვენ ვიწყებთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. გარდა საპრემიო ფონდისა, გავივლით სხვა თემებს, სად შეიძლება რესურსები მოიძებნოს. საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოვიძიებთ იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულებებით უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ინტერესი,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
„კარგია, რომ თქვენ თვითონ გააჟღერეთ ინიციატივა საპრემიო ფონდთან დაკავშირებით, – მიმართა გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, – კარგი იქნება, თუ თანამდებობის პირები უარს ვიტყვით ყოველგვარი დანამატებისა და პრემიების აღებაზე. მინდა, საფინანსო სამსახურთან ერთად განვსაზღვროთ, ბიუჯეტის რა ნაწილში შეუძლია საკრებულოს თანხების მაქსიმალურად დაზოგვა. ალბათ უმჯობესი იქნება, იმ მიმართულებითაც წავიდეთ, რომ რიგი მომსახურეობები შევისყიდოთ. ეს დაგვიზოგავს გარკვეულ თანხებს,“ – ამბობს ინგა მაღრაძე.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი