

„გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ მეფუტკრის მორიგი რჩევების გამოქვეყნების შემდეგ უამრავი ადამიანი მიკავშირდება და მთხოვს სხვადასხვა განმარტებებსა და რჩევებს, – ამბობს მეფუტკრე ლაშა გურგენიძე, – ამასწინათ თერჯოლიდან დამირეკა ერთმა პიროვნებამ, თქვენს რჩევებს ვითვალისწინებო. მეც მკითხველების შეკითხვებიდან გამომდინარე ვაგრძელებ რჩევებს:
-პირველი მარტისთვის ფუტკარზე კანდით მეორედ გამოკვების ეტაპი დასრულდება. დიდთოვლობა, ფაქტობრივად, არ ყოფილა და მეფუტკრეს, ვისაც ფუტკარი არ ჰყავს გამოზამთრებული, არ მიჰყვა თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ იმ რეკომენდაციებს, რაც შემოდგომაზე მივაწოდეთ.
რამდენიმე მეფუტკრემ მითხრა, რომ გაქრა ფუტკრის ძლიერი ძირები და გადარჩა სუსტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ მიზეზებს, თუ რატომ ქრება ძლიერი ძირი თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე. ეს რამდენიმე ფაქტორისგან არის გამოწვეული. პირველ რიგში, ეს არის ის, რომ დედა ფუტკარი სამ წელზე მეტი ხნისაა და აღარ არის მწარმოებელი. სკაში თაობათა ცვლა აღარ მიმდინარეობს. დედა ფუტკარი ყოველ ორ წელიწადში უნდა შეიცვლოს.
ფუტკრის ძლიერი ძირის გაქრობის მეორე მიზეზია ვარვატოზი (ტკიპა), რისი ალბათობაც წელს მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ნოზემატოზის შემთხვევები წელს, ფაქტობრივად, არ გვქონია. ტკიპა დაემართებოდა სრულიად უმკურნალებელ ფუტკარს.
გასულ წელს ძალიან კარგი შემოდგომა გვქონდა. ამის გამო დიდი რაოდენობით სუროსა და ქონდრის ყვავილის თაფლი შეიტანა ფუტკარმა საკვებად. დროთა განმავლობაში ეს თაფლი დაკრისტალდა და თაფლი ვეღარ გადაამუშავა ფუტკარმა. ზამთრის პერიოდში ფუტკარი, პირველ რიგში, გვიან შემოტანილი თაფლით იკვებება, რაც იწვევს შემდგომ მის დაავადებას. ეს გამოიხატება შემდეგნაირად – როდესაც ფუტკარმა ეს გადაუმუშავებელი თაფლი აიღო, მაშინ არ იყო დაკრისტალებული, მაგრამ დროთა განმავლობაში, პასიური პერიოდის დროს, ეს თაფლი ფუტკარს ისე უკრისტალდება კუჭში, როგორც ეს ხდება ჩარჩოს უჯრებში. შემდგომ გარეთ გამოსული ფუტკარი უკვე უმოქმედო ხდება და სკის გარეთ იღუპება. ეს არის ფუტკრის ძლიერი ძირის გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი.
შემოდგომაზე მათი გადარჩენისერთ-ერთი გზაა ფუტკარის კვება სიროფით (ვაჟინი) იმ პერიოდში, როდესაც ჰყავის სურო და ქონდარი. ამ დროს მოიმატებს ბარტყის რაოდენობა, შემოსავალი და ვაჟინი მთლიანად ბარტყზე დაიხარჯება და აღარც სუროსა და ქონდრის ყვავილის თაფლი დარჩება გამოუყენებლი.
ასევე ერთ-ერთი გზაა ცაცხვის დაყვავილების დროს ფუტკრის ოჯახის ხელოვნური დასუსტება: შეგვიძლია გავაკეთოთ ამანათნაყრები (პაკეტები) ანუ დავყოთ ფუტკარი; მეორე გზაა ბუდიდან გარკვეული რაოდენობის თაფლის ამოცლა. ამით ვაიძულებთ დედა ფუტკარს, იმ რაოდენობის კვერცხი აღარ დადოს, რაც მისი ოჯახის გაძლიერებას გამოიწვევს.
მარტიდან უნდა დავიწყოთ ფუტკარის კვება სიროფით (ვაჟინი), რომელსაც შევურევთ დროგამოშვებით ანტიბიოტიკს. ერთი-ორი კვების შემდეგ ვაჟინს უნდა შევურიოთ დედის სტიმულატორი (სამჯერ, მაქსიმუმ – ოთხჯერ). მეფუტკრეებს ვურჩევ, ვაჟინით პირველი კვებისას ფუტკარს მისცენ ანტიბიოტიკი, მეორედ კვებისას – დედის სტიმულატორი, მესამედ – სუფთა ვაჟინი და ასე თანმიმდევრობით. რაც მეტ ვაჟინს მივცემთ ფუტკარს გაზაფხულზე, უკეთესია. ეს ფუტკრის ბარტყისთვის, ოჯახის გამრავლებისთვის აუცილებელია.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი