

საქართველოს პარლამენტის წევრებმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები დატოვეს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის, კანდიდატურა დასახელდა.
ის ამჟამად ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
როდის გადაწყდება, ვინ დაიკავებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს; სულ რამდენი კანდიდატია დასახელებული; რამდენად ელოდება, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს, – ამ შეკითხვებით ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ.
ნოდარ ებანოიძე: -საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ბიუროსთვის თანამდებობების დატოვების შესახებ წერილობითი განცხადების მიმართვიდან ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი თავის სხდომაზე ირჩევს კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამი კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა პოსტების დატოვების შესახებ, მათ პარლამენტის ბიუროსთვის, რომლის ბოლო სხდომა შედგა 23 თებერვალს, ოფიციალურად არ მიუმართავთ. აქედან გამომდინარე, ვადის ათვლა დაიწყება ასეთი მიმართვის შემდეგ (ბიუროს რიგითი სხდომა გაიმართება 2 მარტს).
ოფიციალურად კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები არ დასახელებულა. გავრცელდა ინფორმაციები ცალკეულ დეპუტატებზე, რომლის წყარო ძირითადად პოლიტიკური ჯგუფები და მედიასაშუალებებია.
კანდიდატებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მოხდება შეჯერება უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ. თითოეული კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. პირადად ვფიქრობ, რომ არცთუ წარუმატებლად ვეწევი საქმიანობას ამჟამად დაკავებულ თანამდებობაზე და უმჯობესი იქნება აქვე გავაგრძელო საქმიანობა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს (მით უფრო ამჟამად მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე) და გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იქნება.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი