

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად ცესკომ კონკურსი 20 სექტემბერს გამოაცხადა. საბუთების მიღების ვადა 21 სექტემბერს 18 საათზე იწურება.
კანდიდატმა ცესკოში შემდეგი საბუთები უნდა წარადგინოს:
მატერიალურად საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.
ცესკო საოლქო კომისიის ახალ წევრს 21 სექტემბერს აირჩევს.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 17 სექტემბერს კომისიის ყოფილმა მდივანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,