

ორშაბათს, 23 თებერვალს, დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრები საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას აპირებენ.
კერძოდ, როგორც გამგეობის საფინანსო სამსახურისგან საკრებულოსთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, სოფელ ვახანის, ლეღვნის, კიცხისა და ვარძიის საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოების ასანაზღაურებლად საჭიროა ბიუჯეტიდან 66,4 ათასი ლარის გამოყოფა;
ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის (საკრებულო) ელექტრონულ ქსელზე დასაერთებლად – 7,5 ათასი ლარი;
საკრებულოს ოთახების რემონტისთვის – 9,8 ათასი ლარი;
ყოფილი პოლიციის შენობის პირველი სართულის ოთახების რემონტისთვის – 16,5 ათ. ლარი;
ხევის საზოგადოებრივი სახლის გენერატორის შესაკეთებლად 2,0 ათასი ლარი.
სულ ზემოთ ჩამოთვლილის დასაფინანსებლად საჭიროა 102,2 ათასი ლარი.
როგორც საფინანსო სამსახურის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ზემოთ აღნიშნული დასაფინანსდება 2015 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი