კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიისპირველ გათამაშებაში ხარაგაულელმა გოგი ლაცაბიძემ გაიმარჯვა. მან 500 ლარი მოიგო.
ის მაისში, ხარაგაულის კლინიკაში სინოფარმის ვაქცინით აიცრა. ბატონი გოგისთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო.
„ამ გათამაშების შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ ტელეფონზე შეტყობინება არ მივიღე, – ამბობს გოგი ლაცაბიძე, – არასოდეს არაფერი მომიგია. მადლობელი ვარ. ვაქცინაცია აუცილებელია.
ერეკლე მეფის დროიდან მოყოლებული, საქართველოში აცრები სულ ტარდება. ისტორიულად ცნობილია, რომ მისიონერების ჩართულობით ერეკლე მეფე და მისი თორმეტივე შვილი აიცრა. უბრალოდ, მაშინ სხვა ტექნიკით ტარდებოდა ვაქცინაცია.
კორონავირუსის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციით შეიძლება. ახლა ხალხი შიშსაა აყოლილი. სოფლებში ბევრია ისეთი, ვისაც აცრა უნდა, მაგრამ წასვლას ვერ ახერხებს. იმედია, ვაქცინაცია სოფლებშიც შესაძლებელი გახდება“.
პირველ ეტაპზე ლატარიაში 160 ადამიანმა გაიმარჯვა. აქედან ათმა 500, ხოლო დანარჩენებმა 100-100 ლარი მოიგეს.
გათამაშების წესების თანახმად, კვირაში ერთხელ ერთი ვაქცინირებული 10 ათას ლარს მოიგებს, სამი – 5 ათას ლარს, ოთხი – 1 500 ლარს, ხოლო ცხრა – 1000 ლარს.
წლის ბოლოს, 31 დეკემბერს, გამოვლინდება ერთი ვაქცინირებული გამარჯვებული, რომელიც 100 ათასი ლარის მფლობელი გახდება.
ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. გათამაშების ჯამური თანხა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.
მოგებულებს ინფორმაციის მოძიება პირადი ნომრით გათამაშების ვებსაიტზე შეუძლიათ. https://stopcov.lotto.ge/#/
სია ყოველდღე 12:00 საათისთვის გამოქვეყნდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.