

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი ხარაგაულში ორ მცირეწლოვანს – 5 და 8 წლის ბავშვებს დაუფიქსირდათ.
5 წლის ბავშვი საღანძილეში მცხოვრებია, მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ხოლო 9 წლის მოზარდი დაბა ხარაგაულში მცხოვრებია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე სახლში რჩებიან.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა დაბა ხარაგაულში, მარელისში, წყალაფორეთში, თეთრაწყაროში, ხიდარში, საქასრიაში, ვარძიასა და კიცხში. მათ შორის დაბა ხარაგაულსა და წყალაფორეთში 2-2 შემთხვევა, ხოლო დანარჩენ სოფლებში – თითო-თითო.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე 1165 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 986 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
162 ინფიცირებულიდან 26 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით იმყოფებიან.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 129 ადამიანი თვითიზოლაციაშია.
კორონავირუსით ინფიცირებული ხარაგაულელი ექიმის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა