
პარტია „საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ დღეს, 6 სექტემბერს, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
პარტიის ოფისში ხარაგაულის მერობის კანდიდატმა ვარლამ თავზარაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრები წარადგინა.
ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში შექმნილი წინასარჩვევნო გარემო ძალიან ჰგავს 2012 წელს მიმდინარე მოვლენებს.
„ქართული ოცნება“ ზუსტად იმ მეთოდებით ცდილობს არჩევნებში გამარჯვებას, როგორ მეთოდებსაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შემოთავაზება ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში და მაღალ თანამდებობაზე, პრინციპული გადაწყეტილება მივიღე, წავედი ოპოზიციაში, ავირჩიე გუნდი, რომელიც შეძლებს ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანოს.
გაუგონარი ზეწოლები მიმდინარეობს ჩვენს ამომრჩევლებზე. ჩვენი პარტიის მხარდამჭერმა ხევში, გელა კოპაძემ, მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლების შედეგად, გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდეს. ეს ადამიანი ჩემს გვერდით იბრძოდა 2012 წელს“, – აღნიშნა ვარლამ თავზარაშვილმა.
ვარლამ თავზარაშვილი ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველია სპორტისა და ტურიზმის საკთხებში.
პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარ კანდიდატებსა და პარტიულ სიას გაეცანით აქ.
„საქართველოსთვის“ პარტიული ოფისი ხარაგაულში 31 ივლისს გაიხსნა.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის