სკოლებში სასწავლო წლის ონლაინ დაწყებას ხარაგაულის #2 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ტალახაძე ეხმიანება.
„მე მესმის, რომ ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა პანდემიის გამო და შეზღუდვები აუცილებელია, – წერს სოციალურ ქსელში თეა ტალახაძე, – მე არ მესმის, რატომ შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რატომ არავინ ფიქრობს შიმშილობის ზღვარზე მყოფ ადამიანებზე, რომლებიც მეტროებთან თუ ბაზართან დგომით ყოველდღიურ საარსებო თეთრებს შოულობდნენ.
არ მესმის, რატომ არ დაიხურა ღამის კლუბები, რესტორნები, კაზინოები…
არ მესმის, რატომ აქვს მეგობარ X-ს ქორწილის, წვეულების, ლხინის, ჭირის აღნიშვნის უფლება და მეგობარ Y- ს ამ ყველაფრის უფლება ჩამორთმეული აქვს.
არ მესმის, რატომ არ უკეთია ყველას პირბადე, ან რატომ ჩამოეწერა ვიღაცებს ჯარიმები.
არ მესმის, რატომ დაიწყო სწავლა თბილისის რამდენიმე კერძო სკოლაში (საერთაშორისო), რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ ისინი და რა ვერ დავაკმაყოფილეთ ჩვენ.
არ მესმის, რატომ არავინ იზრუნა სოფლებში ინტერნეტის გამართულობაზე, ბავშვებისა და მასწავლებლების ტექნიკით აღჭურვაზე.
მესამე წელია დისტანციურ რეჟიმს ვირჩევთ და კომპიუტერები გამოვიდა მწყობრიდან… ვინმემ გვკითხა, გაქვთ სათადარიგო, ან ხართ მზად სასწავლო წლისთვის?
არ მესმის, ოც და ოცდაათ წუთიან გაკვეთილში ან შედეგზე როგორ უნდა გავიდეთ, ან პროცესით როგორ უნდა დავტკბეთ, როცა ოჯახში სამი-ოთხი-ხუთი ბავშვი და ერთი ტელეფონ-კომპიუტერია.
მე მესმის, ახლა სკოლაში სიარული საფრთხილოა, ამიტომ მხარს ვუჭერ დისტანციურ სწავლას, მაგრამ არა ასეთს, დღეს გამოვაცხადეთ და ხვალ კომპიუტერებთან დავმწკრივდეთ. არამედ გამართულს, აღჭურვილს, საუკუნის შესაფერისს.
მე ვიცი, სულ ტყუილად ვსაუბრობ. არავინ მომისმენს და არც პრობლემის აღმოფხვრას ეცდება. უბრალოდ, რომ არ დამავიწყდეს, რა საფიქრალი მქონდა 2021 წლის 1 სექტემბერს. სულ ესაა“.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება – გაეროს ბავშვთა ფონდი (ვიდეო)
კოვიდის დაკარგულ თაობას მივიღებთ, თუ სკოლები არ გაიხსნება – მაია ქურციკიძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.