გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი სკოლების უსაფრთხო გახსნის შესახებ საუბრობს:
„იუნისეფი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ერთობლივად მოუწოდებენ ყველა ქვეყნის მთავრობას, გახსნან სკოლები პირისპირ სწავლებისა და სწავლისთვის. იუნისეფი ჯერ კიდევ გასული წლიდან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება.
უამრავი მტკიცებულებაა, რომ დაკეტილი სკოლების პირობებში ბავშვები არა მხოლოდ განიცდიან აკადემიურ რეგრესს, არამედ ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კავშირებსა და სოციალურ უნარებზე. მეორეს მხრივ დამტკიცებულია, რომ მსოფლიოში სკოლები არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების მთავარ კერას.
არის თუ არა ვაქცინაციის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი პროფესიული ჯგუფებისთვის როგორც მაგალითად მასწავლებლებისთვის სავალდებულო მოთხოვნა სხვა სექტორისათვის? მაშ, რატომ უნდა მოვითხოვოთ ეს მხოლოდ სკოლებისგან? როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი.
და გვიფიქრია ათასობით მოსწავლის შესახებ, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე? როგორ მიიღებენ ასეთი ბავშვები განათლებას? ისინი ამას ვერ მიიღებენ და ეს უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის უამრავ ბავშვს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ონლაინ სწავლებაზე.
მოვინახულე საქართველოს ბევრი რეგიონი, სადაც ბავშვებს ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. ბოლოს მესტიაში ვიყავი, სადაც ბავშვებმა მითხრეს, რომ არ ჰქონდათ ინტერნეტი. როგორ უნდა ჩაერთონ ონლაინგანათლებაში?
ასე რომ, ამ ბავშვებზეც ვიფიქროთ. ამას გარდა, დიფერენცირებული მიდგომაც უნდა გავითვალისწინოთ. covid-19 ყველა რეგიონში ერთნაირად არის გავრცელებული? არის სოფლები, სადაც პოზიტიური მაჩვენებელი ძალიან დაბალია. მაშ რატომ არ შეუძლიათ ამ სოფლებში მაცხოვრებელ ბავშვებს იარონ სკოლაში?
ყველა ეს კითხვა ისმის იმისთვის, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება ონლაინ სწავლების შესახებ, რომელიც ამდენი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია, რომ არაფერი ვთქვათ განათლების ხარისხზე, რომელიც ონლაინ სწავლების დროს უარესდება.
ჩვენ უნდა ავიცრათ. სწორედ ამას აკეთებს გაეროს ბავშვთა ფონდი, როცა რეგიონიდან რეგიონში დავდივართ ჯანდაცვის ცნობილ ექსპერტებთან ერთად და ვარწმუნებთ ადამიანებს, რომ აიცრან.
ჩვენ ვმუშაობთ პროფესიულ ჯგუფებთან, როგორიც არიან მასწავლებლები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ სამთვიანი ინტენსიური გეგმა მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით. სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ – ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი თავები, ჩვენი საყვარელი ადამიანები, ბავშვები და მთლიანად საზოგადოება და არა დავხუროთ სკოლები, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე და მათ კეთილდღეობაზე, ასევე მთლიანად საზოგადოების ფუნქციონირებაზე.
სკოლებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო მასშტაბით არსებობს მტკიცებულება, რომ სკოლები დაავადების გავრცელების მთავარი კერა არაა. ასევე დამტკიცებულია, რომ სკოლების დაკეტვა ძალიან საზიანოა ბავშვებისთვის, მათი აკადემიური მოსწრებისთვის, სოციალური ცხოვრებისთვის, ინტერაქტიური და სოციალური უნარებისთვის.
უნდა დავფიქრდეთ, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს რამდენიმე წელში სკოლების დაკეტვამ. ჩვენ მოგვიწევს ადაპტირება – ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც შეგვეძლება ისეთ გამოწვევასთან გასამკლავებლად, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.