

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრის შემდეგ, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა.
„4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესზე დიფერენცირებული მიდგომა ამოქმედდება. იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4 %-ზე ქვემოთ იქნება, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო იქ, სადაც კორონავიურუსის გავრცელების მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება. ეს მიდგომა გავრცელდება როგორც სკოლებზე, ასევე უმაღლეს სასწავლებელზე.
4 ოქტომბრიდან ყველა სკოლა მშობელს მოქნილ სისტემას შესთავაზებს. თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მისმა შვილმა სწავლა ონლაინ ფორმატში გააგრძელოს, მათთვის მასწავლებლები დისტანციურად იმუშავებენ.
თითოეულ ქალაქსა და სოფელში კორონავირუსის გავრცელების დინამიკას შევისწავლით და სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის