

გაუგებარია, რატომ არის სკოლები დაკეტილი, როცა ყველა სხვა სექტორი ღიაა, – კითხულობს სოციალურ ქსელში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე, – ვირუსის გავრცელება არ ხდება რესტორნებში, ღამის კლუბებში, კაზინოებში და სავარჯიშო დარბაზებში? ვფიქრობ იქ უფრო ხდება.
საერთაშორისო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სკოლები არაა ვირუსის გავრცელების კერა.
კიდევ ერთ გაცდენილ წელს ბავშვები ვერ გაუძლებენ.
სანამ განათლება არ გახდება ამ ქვეყნის პრიორიტეტი, მანამ არაფერი არ გვეშველება, ქვეყანა ვერ განვითარდება. კოვიდის დაკარგულ თაობას მივიღებთ და სასწავლო კრიზისი სასწავლო კატასტროფაში გადაიზრდება.
რესტორნები და კაზინოები არაა ეკონომიკის ზრდა. სწორედ ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციით მიიღებს ქვეყანა ეკონომიკურ მოგებას და შეძლებს განვითარებას.
მაღალმთიან აჭარაში დღეს ბავშვებს შევხვდი და არც ერთს არ უთქვამს, რომ ონლაინ სწავლება უნდათ. ყველას ერთი სული ჰქონდა, სწავლა ისევ საკლასო ოთახებში განეახლებინათ. ძალიან დაწყდათ გული“, – წერს მაია ქურციკიძე.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების