

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ამ დრომდე არ იციან, სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ თუ დისტანციურად.
ცენტრის ოფისმენეჯერი მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ ყველაფერი ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. პირველ სექტემბერს პედაგოგებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართება და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდებიან.
„ჩვენ გაჩერებით არ გავჩერებულვართ, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – ივლისში რომ დავინახეთ, ეპიდვითარება მძიმდებოდა, კვირაში ორის ნაცვლად, გაკვეთილებს ოთხჯერ ვატარებდით. ზრდასრულთა განათლების ცენტრი ახლა, რამდენიმე კვირაა, ისვენებს. ჩვენი ზემდგომიდან მითითებებსაც მივიღებთ.
მსმენელთა ჯგუფები კერვასა და თექაზე უკვე გვყავს. ისინი სწავლას სექტემბრიდან გააახლებენ და კიდევ ერთი თვე ისწავლიან. სხვა კურსებს რაც შეეხება, ჯერ არ ვიცით, როდის და როგორი ფორმით გავხსნით. სანამ ასეთი რთული ეპიდვითარებაა, მანამდე დაზუსტებით რამის თქმა მიჭირს.
წელს ჩვენმა კურსდამთავრებულმა ევგენი ხარაძის სახლის მაკეტი შექმნა. ეს მაკეტი უახლოეს მომავალში თბილისში, ევგენი ხარაძის სახლ-მუზეუმში დაიდებს ბინას“.
ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში 2019 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის – DVV INTERNATIONAL- ის მხარდაჭერით დაფუძნდა.
ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე – ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა