
„ბავშვობიდან მნიშვნელოვანი დღე იყო მარიამობა. 28 აგვისტოს საქარიქედში უნდა ჩასულიყო მარიამ მაჭავარიანის ოთხივე გოგო, 8 შვილიშვილით, 11 შვილთაშვილით (დღეს 20 ვართ), – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, – ასეთი იყო მარიამობის მთავარი წესი, რომელიც ძალიან დიდ სანათესაოს ერთმანეთს გვახვედრებდა.
თბილისიდან ჩამოსული ნათესავები განსაკუთრებით მიხაროდნენ. მათგან, რაღაც სხვანაირი სიახლე ჩამოდიოდა სოფელში, სადაც სამი თვე უკვე გატარებული მქონდა ნანა და მარო ბებოსთან ერთად.
მარო ბებომ 94 წლამდე იცოცხლა და გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მაინც მოახერხა ხაჭაპურის გაკეთება, რომელიც ყველს ვერასოდეს იტევდა.
ყველა ცრურწმენის ჯეროდა და ყოველ დღე ლოცულობდა. ერთ ქალზე იდგა მთელი ოჯახი. კაცი ოჯახის წევრებიც კი თვალებში უყურებდნენ. ყველაფერი ისე იყო, როგორც ის იტყოდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ქალად სწორედ ის დარჩა. მისი მნიშვნელობის გამო დავარქვი მის პირველ შვილთაშვილს მარიამი.
საქარიქედში ვეღარ ვიკრიბებით, თუმცა ყველა ნათესავი, რომელსაც იმ ეზოში ურბენია, ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანია.
ყოველ ჯერზე, როცა ცუდად ვარ, მამაჩემს ვურეკავ და ვეუბნები, რომ საქარიქედში სახლი უნდა გავაკეთო. არცერთ ადგილთან იმხელა კავშირი არ მაქვს, როგორც ამ ეზოსთან, სადაც აუცილებლად შევიკრიბებით ნათესავები, რომელიღაც 28 აგვისტოს და დიასახლისი მე ვიქნები.
მარიამობას გილოცავთ“.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის