

ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტები ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას ყოველდღიურად ვერ იღებენ. ამის მიზეზი ექიმი-სპეციალისტების ნაკლებობაა.
ხარაგაულის საავადმყოფოს 2025 წლის დეკემბრიდან დირექტორი აღარ ჰყავს. ჯერჯერობით, არც ახალი დირექტორის დანიშვნის თარიღია ცნობილი. ამიტომ ინფორმაციის დასადგენად, – თუ რა სერვისებს სთავაზობს ხარაგაულის საავადმყოფო პაციენტებს და რომელ დღეებში რომელი სპეციალისტი დახვდებათ ადგილზე, – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს მივმართეთ.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან მოგვწერეს:
„ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება მოიცავს როგორც პირველადი ჯანდაცვის, ისე სპეციალიზებულ ამბულატორიულ სერვისებს. საავადმყოფო პაციენტებზე მორგებულ მომსახურებას სხვადასხვა პროფილის ექიმების ჩართულობით უზრუნველყოფს.
ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში. ადგილზე ხელმისაწვდომი სერვისები ამცირებს საჭიროებას სხვა ქალაქებში გადაადგილების, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის“.
რეალობა კი ადგილზე ასეთია:
„რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრს სახსრების გადაღება დასჭირდა, – ამბობს ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ინგა კვინიკაძე, – ხარაგაულის საავადმყოფოში რომ დავრეკეთ, გვიპასუხეს, რენტგენის აპარატი გვაქვს, თუმცა, მხოლოდ ფილტვების გადაღება შეგვიძლიაო.
ამიტომ ზესტაფონის საავადმყოფოს სპეციალისტს მივმართეთ. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი პაციენტი ზესტაფონამდე მგზავრობას ვერ შეძლებდა. ზესტაფონიდან ექიმის ხარაგაულში მოწვევა კი ოჯახისთვის მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ხარაგაულის საავადმყოფოში, უკვე მეოთხე წელია, გინეკოლოგი არ ჰყავთ. ამ მომსახურების მისაღებადაც სხვა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში გვიწევს წასვლა“.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებულ წერილობით პასუხში აღნიშნულია:
ხარაგაულის საავამყოფოში მოქმედებს გეგმიური ამბულატორიული დეპარტამენტი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი მომსახურებები:
– ოჯახის ექიმისა და პედიატრის კონსულტაცია – ბავშვთა და მოზრდილთა პირველადი ჯანმრთელობის შეფასება, პრევენცია და მართვა;
– თერაპევტის მომსახურება – შინაგანი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
– კარდიოლოგიური მომსახურება – გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
– სხვა ამბულატორიული სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის სრულყოფილ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტის ჩართვას.
ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობენ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები:
ვახტანგ მატარაძე, მარიკა ნაცვლიშვილი, დოდო ნიკოლაძე, თამუნა რობაქიძე (პედიატრი), ნანი არევაძე (ოჯახის ექიმი/პედიატრი), აზა ფურცელაძე (თერაპევტი), ვლადიმერ თხელიძე (კარდიოლოგი).
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს კვირის განმავლობაში განსაზღვრული სამუშაო საათებით, რაც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმოს ვიზიტი.
კონკრეტული ექიმების სამუშაო საათები განსხვავდება, რაც უზრუნველყოფს სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას კვირის სხვადასხვა დღეს.
ამ საავადმყოფოში დღეისათვის მომუშავე ექიმ სპეციალისტთა მიღების დღეები ასეთია:
პედიატრი თამუნა რობაქიძე – კვირაში ერთხელ, სამშაბათობით;
პედიატრი/ოჯახის ექიმი ნანი არევაძე – კვირაში სამი დღე;
თერაპევტი აზა ფურცელაძე – სამუშაო საათებში, ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა;
კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე – ყოველდღე, სამუშაო საათებში;
ნევროლოგი/ფტიზიატრი ქეთევან აბრამიშვილი – სამუშაო საათებში, ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა;
ნევროლოგი/ოფთალმოლოგი ირინა ბიბიჩაძე – კვირაში სამი დღე;
ზოგადი ქირურგი ლევან კობახიძე – თვეში ერთხელ;
ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) გურამ ჯავახაძე – კვირაში ერთი დღე;
რენტგენოლოგიური კვლევები დოდო ნიკოლაიშვილი – 24/7;
ელექტროკარდიოგრაფია (EKG) – 24/7;
ლაბორატორილი კვლევები (ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ბაქტერიოლოგიური) – ეკატენირე ლურსმანაშვილი, ექიმი ლაბორანტი – 24/7;
პროფილაქტიკური და სკრინინგული პროგრამები – 24/7;
გეგმიური და გადაუდებელი იმუნიზაცია – ლია გიორგაძე, იმუნიზაციის ექთანი; ნინო ტაბატაძე, იმუნიზაციის ექთანი – 24/7;
ენდოკრინოლოგი მარიკა ნაცვლიშვილი – თვეში ორჯერ;
ოტორინოლარინგოლოგი ვახტანგ მატარაძე – თვეში ორჯერ;
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ემერჯენსი) – 24/7;
თერაპიული განყოფილება – 24/7;
გულის ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) – ვლადიმერ თხელიძე – ყოველდღე, სამუშაო საათებში.
პაციენტებს მივმართავთ, რომ წინასწარ გადაამოწმონ სასურველი ექიმის მიღების დრო, რადგან ხარაგაულის საავადმყოფოში მათი მუშაობის ზუსტი დღეები ყოველი თვის დასაწყისში დგინდება. წინასწარ დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 558 73 98 30.
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტები ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას ყოველდღიურად ვერ იღებენ. ამის მიზეზი ექიმი-სპეციალისტების ნაკლებობაა. ხარაგაულის საავადმყოფოს 2025 წლის დეკემბრიდან […]
ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული,
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს