

„მაღალი თვითშეფასება მოჰყვება წინა წარმატებებს, ხოლო წარმატებები არის კიბესავით, – მასზე ასვლაც შეიძლება და ჩასვლაც.
ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ნარდის თამაში. თუ კლასიკური კამათელია, ვაგორებ და რა ციფრებიც ჯდება, იმით ოპტიმალური სვლები უნდა გავაკეთო. მაგრამ თუ კლასიკური არ არის და გაგორებისას ორი 6-იანი ჯდება, ე.წ. „დუშაში“, მეორედაც იგივე გაგორდა, მესამედაც, მაგრამ მეოთხედ – აღარ, უკვე ვღიზიანდები.
ამიტომ, თუ ცხოვრების პრინციპი გინდათ დაიჭიროთ და წარმატებამ სიფრთხილის (რეალობის) გრძნობა არ დაგაკარგვინოთ, მიუდექით საკითხს ნარდის თეორიიდან: რაც დაჯდა, იმით ითამაშეთ ოპტიმალურად და არ გქონდეთ ზედმეტის მოლოდინი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხართ დაცული ფსიქოლოგიურად“.
ამონარიდი ზურა მხეიძის წიგნიდან „სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“
ზურა მხეიძის წიგნის შეძენა შესაძლებელია როგორც აზროვნების აკადემიის წიგნის მაღაზიაში (თ. იოსებიძის 57), ასევე ონლაინ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.