… რა პატარაა ეს დედამიწა…
ნეითი ბევრი ხარაგაულელისთვის კარგად ნაცნობი ამერიკელი მოხალისეა, რომელიც ორი წლით ცხოვრობდა ხარაგაულში და მუშაობდა ხარაგაულის ტურიზმის ცენტრში, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ჭიპაშვილი, – ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მოწესრიგებული და ნიჭიერი ახალგაზრდა…
მალე აითვისა ქართული… ის კი არა და… ორი წლის თავზე, რაღაც რომ დავუწერე ფურცელზე, ვერ ვკითხულობ ამას მამუკაო.
– რატომ, ქართული კითხვა ხო იცი-თქო,.
– კიი, მარა ეს ძალიან „ბატიფეხურიაო“…
– ეს „ბატიფეხური“ ვიღამ გასწავლა-თქო, – ბევრი ვიცინე…
მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს დაასრულა მისია, დაგვემშვიდობა და მშობლიურ ამერიკაში წავიდა. მეგონა, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი.
… გუშინ კი, – ჰოი საოცრებავ, თვალებს არ დავუჯერე… ნეითი ხარაგაულში…
ძალიან მომენატრეთო, და… „ჩამოირბინა“ კაცმა, გვნახა და წავიდა.
ერთი კვირით ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვედიო, გუშინ კახეთში ვიყავი, ხვალ ხევსურეთში მინდა წასვლაო… თქვენი უნახავი ვერ წავიდოდიო… მოკლედ, საოცრად გამახარა.
ქართული არ დავიწყებია, 6 წლის შემდეგაც კარგად საუბრობს….
ჩვენი ნახვით თვითონაც ძალიან ბედნიერი ჩანდა. ის კი არა, რომ ჩამეხუტა, თვალზე ცრემლიც შევამჩნიე… ყველა მოგიკითხათ, არავინ დავიწყებია.
… მოკლედ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ.
გვიყვარდეს, ხალხო, ერთმანეთი!
P.S. ამერიკელი მოხალისე ნათან (ნეით) თრარიგი ხარაგაულში 2015-2017 წლებში ცხოვრობდა და ხარაგაულის შიდა ტურიზმის ცენტრში მუშაობდა.
ამავე თემაზე
მშვიდობის კორპუსის მოხალისე ხარაგაულს ემშვიდობება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი