„მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისე ნათან თრარიგი ხარაგაულის ტურიზმის სამსახურში საქმიანობს. დავინტერესდით მისი ბიოგრაფით, ხარაგაულში ჩამოსვლის მიზნებითა და გეგმებით.
ნათანი პროფესიით ეკონომისტია. ის ქალაქ პიტსბურგიდანაა. ჰყავს სამი პატარა და და მშობლები. საქართველოში ჩამოსვლამდე ბიბლიოთეკაში მუშაობდა.
ნათანმა გვითხრა, რომ ყოველთვის სურდა, ყოფილიყო მოხალისე და თავისი უნარები სხვებისთვის გაეზიარებინა.
„მშვიდობის კორპუსის“ ვაშინგტონის ოფისში შევავსე აპლიკაცია, – გვიამბობს ნათანი, – ორი შესაძლებლობა მქონდა – ან ყირგიზეთში უნდა წავსულიყავი ან საქართველოში. რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია. უბრალოდ, თავგადასავალს ვეძებდი. მშვიდობის კორპუსის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოვედი.“
ნათანის თქმით, „მშვიდობის კორპუსი“ ორი მიმართულებით მუშაობს – ერთია სკოლის მასწავლებლების პროგრამა და მეორე ორგანიზაციებში მოხალისეობა.
„ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო ხარაგაულის ტურიზმის სამსახურს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ახალი პროგრამებითა და ახალი იდეებით,“ – ამბობს ნათანი.
ნათან თრარიგი ხარაგაულში ორი პროექტის განხორციელებას აპირებს – გაზაფხულზე ეკოტურიზმის კუთხით, რომელსაც „მშვიდობის კორპუსი“ დააფინანსებს. მეორე პროექტი, ნათანის თქმით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებიდან გოგონების ეკოკლუბის შექმნას ითვალისწინებს.
ნათანი საქართველოში ყველაზე მეტად სტუმართმოყვარე ხალხმა, თბილმა გარემომ და ადამიანებს შორის სიახლოვემ გააკვირვა. ფიქრობს, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი.
„ახლა აქ ვარ და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი პროექტები წარმატებით განხორციელდება, რადგან ხარაგაულში მონდომებული ხალხი ცხოვრობს,“ – ამბობს ნათანი.
მარიამ კიკნაძე
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი
მადლობას ვუხდით გიორგი მუხურაძეს თარჯიმნობისათვის.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი