მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის FLEX-ის 2021 წლის გამარჯვებული ხარაგაულელი მოსწავლე, კესო ჩხიკვაძე ამერიკაში ჩავიდა.
ის ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლთან ახლოს, ქალაქ კირკლენდში ამერიკულ ოჯახში იცხოვრებს და ამერიკულ სკოლაში ისწავლის. კესო წლევანდელი FLEX-ის ერთადერთი ხარაგაულელი მონაწილეა. ჩვენ მას პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
„ფრენა ცალკე თავგადასავალი იყო, – გვიამბობს კესო, – ორი დღე ვმგზავრობდით. ცოტა ხანს მეძინა და სიეტლში დაღლილი ჩავედი. თუმცა, დაღლა დამავიწყდა, როცა მასპინძელი ჯონსონების ოჯახში მოვხვდი.
ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანები არიან. მხოლოდ მასპინძელი დედა და მამა მყავს. ყველაზე მეტად რაც მახარებს ისაა, რომ საქართველომ ძალიან დააინტერესა. ხშირად მეკითხებიან ჩვენს ქვეყანაზე და მეც, რაც აქ ვარ, სულ გაუჩერებლად ვესაუბრები.
სწავლა 8 სექტემბერს მეწყება. ჯერ მხოლოდ შენობას შევავლე თვალი და უკვე აღტაცებული ვარ. ვფიქრობ, ძალიან კარგ გარემოში მომიწევს მე-12 კლასში სწავლა. გამიმართლა. ძალიან მწვანე და ლამაზი ქალაქია კირკლენდი. ხედებითა და კლიმატით საქართველოს ჰგავს და ხანდახან ვერ ვგრძნობ ხოლმე განსხვავებას“.
FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა და ამერიკის მთავრობა აფინანსებს. ამ პროგრამით, ყოველწლიურად, საქართველოდან 80 მოსწავლეს არჩევენ.
კესო ჩხიკვაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია. წარმატებას ვუსურვებთ მას.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე ამერიკაში გაემგზავრა
კესო ჩხიკვაძე ამერიკაში FLEX-ის პროგრამით, სავარაუდოდ, აგვისტოში გაემგზავრება (ვიდეო)
კესო ჩხიკვაძე – FLEX-ის წლევანდელი გამარჯვებული ხარაგაულიდან
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.