ოქტომბერში მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოები უნდა ავირჩიოთ.
ვის გვთავაზობენ პოლიტიკური პარტიები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე, – ამ შეკითხვით პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მივმართეთ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი 29 ივლისს იმერეთის გუბერნატორმა წარადგინა.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ამ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ იქნებიან „ახალი სახეებიც“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, რომ ხარაგაულში ეყოლება როგორც მერობის კანდიდატი, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები. ამ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი კონკრეტული პირების დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.
„ადგილობრივ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების რეჟიმში ვართ. ახლა მნიშვნელოვანია კოორდინაცია, – ამბობს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ხარაგაულში ინგა მაღრაძე, – რამდენიმე დღეში სათაო ოფისში ყველაფერი გაირკვევა და ვფიქრობთ, საარჩევნო პროცესებში სრულფასოვნად ჩავერთვებით.
შეუპოვარ ბრძოლას ვაპირებთ. თვითმმართველობის არჩევნები სწორი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვეყოფა იმის ძალა, ენერგია, რესურსი, რომ არჩევნებზე სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – ამბობს ინგა მაღრაძე.
„ევროპული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი პარტიის ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებას ელოდება. ის ოპოზიციის ერთიან კანდიდატს მიესალმება. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ის ვარაუდობს, რომ მერის თანამდებობაზე ბესო ყრუაშვილის ან დავით მაღლაფერიძის კანდიდატურას დაასახელებენ.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხარაგაულში მერობის კანდიდატი არ ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია ამ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქეთევან გიორგაძისგან მოვიპოვეთ. ამჟამად ეს პარტია მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატებს არჩევს.
მიიღებს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებში მონაწილეობას, – ამ გადაწყვეტილებას ელოდება ამ პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფქციალაძე.
ხვალ, 31 ივლისს გახსნის ხარაგაულში პარტიულ ოფისს გიორგი გახარია. პარტია „საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ მერობის კანდიდატი მოგვიანებით დასახელდება. მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატები თერთმეტივე ოლქში ეყოლებათ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ხარაგაული – რამაზ ბლუაშვილის ფოტო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი