მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნებიდან“ ხარაგაულის მერობის კანდიდატად იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი წარადგინა.
წარდგენაზე, რომელიც 29 ივლისს ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა, საჯარო მოხელეები, საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან და პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
კობა ლურსმანაშვილი 2013-2016 წლებში იყო ხარაგაულის გამგებელი; 2016-2020 წლებში – ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში; 2020 წლის რიგგარეშე არჩევნებით კვლავ ხარაგაულის მერი გახდა.
შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა იცის, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა სწორი გზით და ეს არის ერთადერთი და შეუქცევადი გზა ევროპისკენ.
„ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ძლიერი მუნიციპალიტეტები, – აღნიშნა გუბერნატორმა, – მუნიციპალიტეტი ძლიერი იქნება მაშინ, თუ მას მოსახლეობისგან დიდი ნდობით აღჭურვილი მმართველი ჰყავს.
გვიახლოვდება ძალიან პრინციპული არჩევნები. ეჭვი არ გვეპარება, რომ 43%-ის ნაცვლად, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო და დღეს უკვე ანულირებულია, 53%-ს მივიღებთ“.
„თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის დასახელების შემდეგ ჩვენი ოპონენტები შოკში არიან, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა, – ოპოზიციამ იცის, რომ მათი პოლიტიკური კრახი გარდაუვალია და სასურველი შედეგის არეულობით მიღწევა სურთ. „ქართული ოცნება“ მათ კანონიერად, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების რჩევების გათვალისწინებით უპასუხებს.
რეგიონები ამ არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან. მათ შორის „ქართული ოცნება“ ხარაგაულში 60%-იან გამარჯვებას მიაღწევს“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს შეკითხვით მივმართეთ. კერძოდ, დავინტერესდით, რატომ დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად კვლავ კობა ლურსმანაშვილი – სხვა კანდიდატი ვერ შეარჩიეს თუ ლურსმანაშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
გუბერნატორმა გვიპასუხა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს მაშინ, როდესაც მერობის კანდიდატს მოსახლეობის წინაშე წარადგენენ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი