

დღეს, 28 ივლისს, ხარაგაულში წმინდა ივლიტესა და კვირიკეს ხსენებასთან ერთად, კახორობა აღინიშნება.
ამ დღეს კახორის მთაზე მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან.
კახორზე სალოცავი პირველად XV-XVI საუკუნეებში წმინდა გიორგის სახელზე აუგიათ. გასული საუკუნის 30-იან წლებში ტაძარი განადგურდა, 2008 წელს კი ხელახლა აღდგა.
2016 წელს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) კახორის ტაძარი წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელზე აკურთხა.
დღეს კახორის სალოცავზე წირვა ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე) და ლეღვნის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) აღავლინეს.
კახორის წმინდა სალოცავის მადლი გფარავდეთ.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე