ხარაგაულში, კახორის მთაზე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ტაძარი წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელზე აკურთხა.
კურთხევის შემდეგ ტაძარში პირველი სამეუფეო წირვა ჩატარდა.
წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ კახორის ტაძარს წმინდანების, კვირიკესა და ივლიტას, სახელი საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ეწოდა.
მეუფემ წმინდანების ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი კვირიკე ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო.
„ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვართ ქრისტიანები, მაგრამ ამ სიტყვებს საქმით უნდა ვამტკიცებდეთ, – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას, – თუ ღვთისა და მოყვასის სიყვარული არ გაგვაჩნია, ფუჭია ყველაფერი. შევთხოვოთ წმიდა კვირიკესა და ივლიტას, რომ მოგვმადლონ სინანული და მეოხნი იყვნენ ღვთის წინაშე ჩვენი სულიერი სიმტკიცისათვის.“
კახორის ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე) იმყოფებოდა.
მან მრევლსა და სასულიერო პირებს დღესასწაული მიულოცა.
„ეს არის ოდითგანვე უძვირფასესი ადგილი ჩვენთვის და ჩვენი წინაპრებისათვის, – აღნიშნა მეუფე დოსითეოზმა, – დიდებული წმინდანები არიან მფარველად და შევსთხოვ თქვენთან ერთად, რომ აქ თხოვნით მოსულ ადამიანებს უფალმა მიგვაროს წყალობა, მადლი და მშვიდობა.“
კახორის მთაზე, ტაძარში, მომლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან ტრადიციულად 28 ივლისს მოდიან. 2007 წელს მშენებარე ტაძარში პირველი წირვა მამა მათემ (ბუაჩიძე) აღავლინა.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი