საჭიროებების კვლევის გარეშე შემუშავებული მუნიციპალური სოციალური პროგრამები ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში გარდამხეტ როლს ვერ თამაშობენ.
თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფულადი დახმარება კონკრეტულ მომენტში ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„სოციალური პროგრამების შემუშავებისას საჭიროებების კვლევა არ ჩატარებულა, – ამბობს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – პრობლემა, რომელიც შეგვხდება და იმ კონკრეტულ მომენტში ვერ ვაგვარებთ, სამომავლოდ ვითვალისწინებთ. ასე გაჩნდა მარტოხელა მშობლების, ვეტერანების, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები.
ხიდარში, შარიქაძეების უბანში მცხოვრები მზექალა ხარშილაძე ცხრა თვის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. მისი მეუღლე და დედამთილი სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ, რადგან მათი ოჯახის საჭიროებებს სოციალური დახმარება და სოფელში შრომა ვერ გასწვდა. მათი საცხოვრებელი სახლი ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება, სახლის სახურავიც დაზიანებულია.
მზექალას ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას 2015 წელს მიმართა, მაგრამ მათი ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან სახლს მეორე კატეგორია მიენიჭა. ათეული წლებია, უწყლობა ხიდარში შარიქაძეების უბნის გასაჭირია. ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე წყალს სამი კილომეტრით დაშორებული წყაროდან ხელით ეზიდებიან.
შეშა, რომელიც გასულ ზამთარს მომიტანეს, ვერ გამოვიყენე, ძალიან უხარისხოა, კორძიანი და იმ მორების დაპობა ვერ შევძელი. სოციალური პროგრამები ოჯახების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა მუდმივად ხელგაწვდილ მდგომარეობაში ყოფნას“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის 1 105 400 ლარი განისაზღვრა. აქედან სოციალურ დაცვაზე 960 ათასი ლარი გამოიყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 სოციალური პროგრამა ფინანსდება.
ხარაგაულში მარტოხელა მოხუცების თავშესაფრის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.
საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე მიიჩნევს, რომ გაზრდილი სოციალური პაკეტი, გაღარიბებულ მოსახლეობას ნიშნავს.
ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ სოციალური დახმარებები ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი პროგრამებით უნდა ჩავანაცვლოთ.
მისი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ისეთ პროგრამებს უნდა სთავაზობდეს, რომ ოჯახები გაჭირვებიდან გამოიყვანოს. ის ამბობს, რომ კონკრეტული ინიციატივები ჰქონდა, მაგრამ საკრებულოში აზრის გამოხატვის პრობლემა აქვს, რადგან მისი კოლეგები განსხვავებული აზრებისა და პრობლემების მოსასმენად განწყობილები არ არიან.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ პირველი შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაზღვრული 100 ლარი ძალიან მცირე თანხაა და მისი ოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. მას ასევე სურს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში სტუდენტების დახმარების პროგრამა დაინერგოს.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ოჯახების ერთჯერადი დახმარებით გაძლიერება წარმოუდგენელია. ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამების შეთავაზების ნაცვლად ის ახალგაზრდა ოჯახებს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთონ.
რამდენად ეფექტურია სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური პროგრამები, ამის შეფასება ეკონომიკის ექსპერტ მიხეილ კუკავას ვთხოვეთ.
„ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამები უნდა შეაფასოს გარე შემფასებელმა, რომელიც მთავრობამ უნდა დაიქირავოს, – ამბობს მიხეილ კუკავა, – საქართველო, გაეროს შეფასებით, საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძალიან ღარიბები ვართ. ასეთ ქვეყანაში სოციალური პროგრამები ნაკლებეფექტურია – ბენეფიციარების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ვერაფერს ცვლის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას კი აფერხებს. ზოგიერთი პროგრამა კონკრეტული ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მაგალითად, მოხუცებისთვის, რომლებიც შემოსავალს სხვაგვარად ვერ მიიღებენ.
ჩემი შეფასებით, სავარაუდოდ, სოციალური პროგრამები ამ პროგრამებით მოსარგებლეთა უმრავლესობის ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ ვერ ცვლის.
მუნიციპალური სოციალური პროგრამები განსხვავებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით და ძნელია შეფასება. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ეფექტურიც იყოს; მაგალითად, როცა სამედიცინო სერვისის მისაღებად მოქალაქეს არ აქვს ქუთაისში ან თბილისში წასასვლელი თანხა, მგზავრობის დაფინანსება ამ დროს საჭირო და აუცილებელია. თუმცა, სავარაუდოდ, ვერც მუნიციპალური პროგრამები ცვლის, დიდად, ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხს“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
მუნიციპალური სოციალური პროგრამები ოჯახების გაძლიერებას ხელს ვერ უწყობს (ვიდეო)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი