ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ქართულ-შვედურ პროექტში „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ჩაერთვნენ.
პროექტის ფარგლებში მეექვსეკლასელები ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უსინათლოთა პროგრამის ბენეფიციართა მეცადინეობას დაესწრნენ.
პროექტს შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია ახორციელებს. მასში ჩართვა IV,V და VI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
ხარაგაულის #2 სკოლის მეექვსეკლასელებმა, დამრიგებელ თეა ტალახაძესთან ერთად, ბრაილის შრიფტის პედაგოგის მზია კურტანიძისგან ამ შრიფტით წერაში ივარჯიშეს. უსინათლოებისათვის ადაპტირებული კომპიუტერულ პროგრამებს, კომპიუტერის პედაგოგის ვასილ კლომიძესთან ერთად გაეცვნენ. ჭადრაკი და შაში მასწავლებელ რომან შავიძესთან ერთად ითამაშეს და აუდიო წიგნებს ხათუნა ლაბაძესთან ერთად მოუსმინეს.
პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში ეს მოსწავლეების მეოთხე აქტოვობაა. პროექტი სულ 8 საფეხურს მოიცავს.
„პროექტში მარტის ბოლოს ჩავერთეთ,- ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე, – პირველ საფეხურზე მოსწავლეებმა შვედური ფილმი ფილმი „რამდენი მოცვია ამ ქვეყნად“ ნახეს და მასზე დისკუსია გამართეს. შემდეგი საფეხური „ერთი კეთილი საქმის“ გაკეთებას მოიცავდა. მეექვსეკლასელებმა საკუთარი სურვილით შეარჩიეს რა გაეკეთიბინათ, ზოგმა მიუსაფარი ძაღლები დააპურა, ზოგიერთი მათგანი, დილით ადრე, მეეზოვეებს დაეხმარნენ, ზოგი – საოჯახო საქმეებში დაეხმარნენ ოჯახის წევრებსა და მეზობლებს. პროექტის შემდეგი საფეხური ითვალისწინებდა ბავშვების შეხვედრას შშმ პირთან. ამიტომ გადავწყვიტეთ ხარაგაულში მოქმედ უსინათლეოთა პროგრამას ადგილზე გავცნობოდით.
პროექტის ფარგლებში ჩვენს მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად დაგეგმილია ესეების კონკურსი თემაზე: „მე რომ ერთი დღით გადაწყვეტილების მიღების უფლება მქონდეს“, ასევე 10 პუნქტიანი კონვენციის შექნმა ჩვენი საკლასო ოთახისთვის და ბოლოს, პროექტის დასკვნითი საფეხური ითვალისწინებს სკოლის ან ოჯახის დღის გამართვას. ვფიქრობთ, რომ ღონისძიება ჩატარდება ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში და მასში მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვები ჩაერთვებიან.
შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალში ფუნქციონირებს თეატრი გლადა ჰუდიკ თეატრი (Glada hudik-teatern), რომლის მსახიობებიც შშმ პირები არიან, მათ მიერ გამართული სპექტაკლები მრავალი საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია. მათ რომ უყურებ იჯერებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს თუ გარემო ადაპტირებულია.
თეატრი ძირითად საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროეტს , რომელთა მიზანია შშმ პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულებების შეცვლა. პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბედებიან“ შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
უსინათლოთა პროგრამა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უკვე 4 წელია მიმდინარეობს. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები ბრაილის შრიფტს, ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, სამაგიდო სპორტულ თამაშებსა და აუდიო წიგნების მოძიებას სწავლობენ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი