„თეატრალური იმერეთი“ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორის, გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლით „სიმართლე“ გაიხსნა.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან როხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალის პირველ დღეს თეატრში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის მსახიობები და თეატრების თანამშრომლები დააჯილდოვეს.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით „ამაგდარის“ წოდებით დაჯილდოვდნენ:

ლუიზა კიკნაძე, ნიკო წიკლაური, ვასილ კიკნაძე, ნიკოლოზ დეკანოსიძე, როლანდ ხიჯაკაძე და მხატვარი გაიოზ შუბითიძე (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
ალეკო ტოროტაძე, დოდო ტაბატაძე, გოჩა ნიკოლაძე (ქუთაისის სახელმწიფო თეატრი);
ანა ასათიანი, მარინა მსხვილიძე (ქუთაისის თოჯინების თეატრი);
იაშა სკოროდუმოვი და დიმიტრი იამანიძე (ქუთაისის ოპერის თეატრი);
მარი აბესაძე, თეიმურაზ კიკნაველიძე (ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი);
გურამ ჯანელიძე, მინერი ონიანი (ხონის სახალხო თეატრი);
გია კენჭოშვილი, ქეთევან შარაბიძე, ამირან ნასყიდაშვილი, იური ბიწაძე, ლერი თავაძე, ანზორ ცაბაძე (ჭიათურის სახელმწიფო თეატრი).

ქუთაისის სახელმწიფო თეატრის მსახიობებს გიზო კაკურიძესა და გიზო ღელეყვას იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ჯილდო მიენიჭათ.

რეჟისორ გივი სარჩიმელიძის პრემიის ლაურეატი გახდა ამავე თეატრის მსახიობი ლევან გაბრიჭიძე.

ბელა მირიანაშვილის სახელობითი ჯილდო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობს ნინო ჭილაძეს მიენიჭა.

„ამაგდარის“ წოდება იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გასულ წელს დაწესდა.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ხარაგაულის სახალხო თეატრის „ამაგდარები“ რეჟისორ ირინე ჩხეიძესთან ერთად