თამარ ჩხიკვაძე ერთი წლით ბულგარეთის ქალაქ სლივენში, მულტიმედია-რადიოცენტრის ჟურნალისტად იმუშავებს. მან ამის უფლება ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროექტის კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა.
თამარი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, გარკვეული პერიოდით, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში მუშაობდა.
„ცხოვრებაში როცა რაღაც მთელი გულით გინდა, სურვილი აუცილებლად აგიხდება; თანაც – ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები, – სიხარულს გვიზიარებს თამარი, – ეს ამბავი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანის ნაწილია.
ყოველთვის მინდოდა გაცვლითი პროგრამით რომელიმე ქვეყანაში წავსულიყავი, – ამბობს თამარ ჩხიკვაძე, – რამდენჯერმე ვცადე, თუმცა არ გამომივიდა. ამ პროგრამის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე, ასევე დამიკავშირდა პროგრამის ქართველი კურსდამთავრებული.
ჩემი მონაცემები ამ პროგრამაში ჩასართავად ისე გავაგზავნე, რომ არანაირი იმედი არ მქონდა. ეს წარმატება ჩემთვის ძალიან დიდი და სასიხარულო მოულოდნელობა იყო.
ბულგარეთში 22 ივნისს გავემგზავრები, გაცვლით პროგრამაში სამი შერჩეული კანდიდატი მონაწილეობს, მათგან ორი ქართველი ვართ, ხოლო ერთი – სხვა ქვეყნიდან. მოხალისეები ქალაქ სლივენში, ახალგაზრდულ მულტიმედია ცენტრში ჟურნალისტებად ვიმუშავებთ, ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით განვვითარდები.
რეგიონულ მედიაგამოცემაში „ჩემი ხარაგაული“ მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგება. მულტიმედია ცენტრი, ძირითადად, რადიო გადაცემებს, ამავდროულად – საგაზეთო სტატიებსა და სატელევიზიო სიუჟეტებსაც ამზადებს.
მოხალისეობრივი სამუშაო ანაზღაურებადია, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს მასპინძელი ორგანიზაცია ფარავს.
ახალგაზრდული ცენტრის მთავარი მიმართულება არაფორმალური განათლებაა, დაგეგმილია ტრენინგები, ბანაკები ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრებში. მასპინძელი ორგანიზაცია ხელს შეგვიწყობს, ვიმოგზაუროთ როგორც ბულგარეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.
პროექტის მთავარი მიზანი კულტურული ინტეგრაცია, ახალგაზრდებისთვის მეტი გამოცდილების შეძენა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და თვალსაწერის გაფართოებაა.
ძალიან გახარებული ვარ, საკუთარი შრომის შედეგი დავინახე. ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობ, არ გავჩერდე და განვვითარდე. ეს პროგრამა ამის შესაძლებლობას მაძლევს. ამ ერთი წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, დავბრუნდები ბევრად მეტი შესაძლებლობით, უფრო გაზრდილი, ინგლისური ენის ცოდნის დონეს ავიმაღლებ. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა „საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის“ პოვნის შესაძლებლობას მომცემს“.
ასევე გაცვლითი პროგრამის – FLEX წლევანდელი გამარჯვებულია თამარ ჩხიკვაძის და კესო ჩხიკვაძე. კესო ამერიკაში ერთი წლით სასწავლებლად აგვისტოში მიემგზავრება.
წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ თამარსა და კესოს.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: თამარ ჩხიკვაძემ დასამშვიდობებლად „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში შემოგვიარა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.