

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში 7 ივნისიდან დღემდე კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბოლო შემთხვევა სოფელ ვარძიაში გამოვლინდა. ინფიცირებული სკოლის პედაგოგია, ამის გამო ვარძიისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
პირველი დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირიუსის 671 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 616 გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 25 პირი იმყოფება.
40 ინფიცირებულიდან 3 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ჩატარდება, ხოლო სკოლის პედაგოგებს, სასკოლო არდადეგების გამო, გეგმიური ტესტირებები აღარ ჩაუტარდებათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,