

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლები, ერთ-ერთი მასწავლებლის კორონავირუსით ინფიცირების გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. პედაგოგს კორონავირუსი გასულ კვირას გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ინფიცირებული პედაგოგი ორივე სკოლაში ასწავლის.
„ვინაიდან ორივე სკოლა ერთ შენობაში ფუნქციონირებს და პედაგოგს ორივე სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან კონტაქტი ჰქონდა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადავწყვიტეთ ორივე სკოლა სწავლების დისტანცირ რეჟიმზე გადაგვეყვანა. ონლაინ სწავლებაზეა ასევე ხევის სკოლის მეექვსე კლასი.
ხარაგაულში ვირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 671 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 613 გამოჯანმრთელდა, 15 პირი გარდაიცვალა.
43 ინფიცირებულიდან 2 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემცირდა.
დღეს, 7 ივნისს, ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი საბავშვო ბაღების, ასევე ბორითისა და ხარაგაულის კლინიკების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება ჩატარდება.
ფოტოზე: ვარძიის საჯარო სკოლა
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში