

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სხვადასხვა ვაქცინით ჩავიტაროთ.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინების შერევა დაუშვა.
„ამ ეტაპზე მაინც რეკომენდებულია, რომ მეორე დოზითაც იმავე ვაქცინით ავიცრათ, რომლითაც პირველი აცრა გავიკეთეთ, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – მიმდინარეობს კვლევები და ამ დროისთვის მკვლევარები დიდ პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ მეორე დოზით სხვა ვაქცინით აიცრათ.
თუკი საქართველოს მოქალაქეს ერთხელ აცრის შემდეგ სურს მეორე დოზით სხვა ვაქცინით აცრა, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში უნდა დაწეროს, ხოლო შესაბამის ნებართვას მსჯელობის შემდეგ ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტი გასცემს“.
ამავე თემაზე
ამ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ გაუქმების რეკომენდაციას ვერ გავცემთ – ამირან გამყრელიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,