საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებს.
ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ პროექტები შეიმუშაონ და კონკურსზე წარადგინონ.
წინადადებების მოწონების შემთხვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირმა 2021 წლისთვის 9 627 200 ლარი გამოყო. დაფინანსებას მიიღებენ ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებსაც შესაბამისი კომისია მოიწონებს.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია:
გეგმავს თუ არა ხარაგაულის თვითმმართველობა ამ კონკურსში ჩართვას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„ამ კონკურსში ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით და ამ შესაძლებლობას ხარაგაულს არ დავუკარგავთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – 25 ივლისისთვის არა მარტო იდეა, არამედ საპროექტო განაცხადიც გვინდა მოვამზადოთ.
რამდენიმე პროექტისა და იდეის წარდგენას ვგეგმავთ. გასულ წლებში გვსურდა, რომ ზვარეში, იქ სადაც ადრე ახალგაზრდული ბანაკი იყო, მოგვეწყო ისეთი ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონა, რომლითაც დაინტერესდებოდნენ როგორც ტურისტები, ასევე საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციების გამართვის მსურველები.
ზვარეში რეკრეაციული ზონისა და ახალგაზრდული ცენტრის მოწყობის პროექტი არსებობს და მის მოდერნიზებას ვფიქრობთ.
ვინც ხარაგაულის ტურისტულ პოტენციალს იცნობს, დამეთანხმება, რომ მაღალმთიანი სოფლები – ზვარე, ნუნისი, წიფა, ფონა – ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია.
კონკურსში გვინდა წარვადგინოთ ცაშეკრულას კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს საკმაოდ დიდბიუჯეტიანი პროექტი იქნება.
არ გამოვრიცხავ, რომ წარვადგინოთ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მოდერნიზაციის პროექტი.
ვფიქრობთ სოციალური მიმართულების პროექტზეც – მოხუცთა ან უსახლკაროთა საცხოვრისის მოსაწყობად რომ მივიღოთ დაფინანსება.
მერიის შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ იდეებსა და პროექტებზე იმუშაონ. საზოგადოების მხრიდანაც მივიღებთ გონივრულ წინადადებებს და განვიხილავთ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი