ხარაგაულში სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება.
პროგრამის ფარგლებში სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან რკინიგზის სადგურის ხიდამდე უნდა განახლდეს სავაჭრო ობიექტების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო მფლობელობაში არსებული უსახური შენობების ფასადები.
ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაინტერესდა, ვინ, სად და როგორ შეარჩია ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების იერ-სახის მოწესრიგება. ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ პროგრამით გამოყოფილი თანხით ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მოწესრიგებულიყო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. მისივე თქმით, პროექტის შერჩევისას აზრი მოსახლეობისთვის და დეპუტატებისთვის უნდა ეკითხათ.
„ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში საკრებულო უნდა ჩაერთოს და თავისი პოზიციები უნდა გააძლიეროს“, – ამბობს ინგა მაღრაძე.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ამ პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრები ჩამოვიდნენ და მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს.
ამ კომისიის წევრები ასევე არიან ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მისი მოადგილე ინფრასტრუქტურულ საკითხებში დავით დევდარიანი, მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი გივი კურტანიძე.
„გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ორი გზა არსებობს, – პირდაპირი და არაპირდაპირი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მუნიციპალიტეტის მერი არჩეულია ხალხის მიერ და ის ხალხის ნებას გამოხატავს. მერი ნდობას უცხადებს თავის მოადგილეს, რომელიც ასევე ხალხის სამსახურშია. ასე რომ, ვფიქრობ, მოსახლეობის ნება გამოხატულია. ამავე დროს საინტერესოა, რომელი ხარაგაულელი იქნებოდა წინააღმდეგი, რომ ხარაგაულში შენობების იერ-სახე მოწესრიგდეს?!“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი