

ხევის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
ამის შესახებ ინფორმაცია ხევის საჯარო სკოლის დირექტორის, მერი ხადილაშვილისგან მოვიპოვეთ.
სასწავლო წლის დასრულებამდე, ანუ 15 ივნისამდე, მხოლოდ მეექვსე კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე, – ამბობს მერი ხადილაშვილი, – ეს მოსწავლე სკოლაში მოქმედი ძიუდოს წრეზე დადიოდა. ამიტომ 7 ივნისამდე იზოლაციაში რჩებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ორშაბათსა და სამშაბათს ძიუდოზე სავარჯიშოდ იმყოფებოდნენ.
მოვუწოდებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს, თუ ვინმეს გამოგივლინდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაიკეთეთ ტესტი. საფრთხეს ნუ შეუქმნით საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,