„საბავშვო ბაღებში ზეიმი, როგორც ჩანს, არის ჩვენი ეროვნული ღირებულება, რომელსაც სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ .
პროგრამის ხარისხის სტანდარტი ვერ „მოერია“, მასწავლებელთა ტრენინგებმა ვერ უშველა და ვხედავ, რომ კოვიდიც ვერ „ერევა“.
სულ არ გვაინტერესებს, რომ „ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას ითვალისწინებს, აკრძალულია“. სიცოცხლეს გავწირავთ, მაგრამ ზეიმს ჩავატარებთ.
აწი ტრენინგებზე ზეიმის თემას ამოვიღებ. მაინც აზრი არ აქვს მაინც“ – წერს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი ოლგა მუსხელიშვილი სოციალურ ქსელში.
დავინტერესდით, როგორი უნდა იყოს ზეიმები საბავშვო ბაღში?
„საბავშვო ბაღში ზეიმი უნდა იყოს ბავშვისთვის და არა მშობლისა თუ მერიის წარმომადგენლებისთვის, – ამბობს ოლგა მუსხელიშვილი, – ეს არ უნდა იყოს ბავშვების წვრთნა და აღმზრდელების იდეების განხორციელება, რომლისთვისაც ბავშვები სწავლობენ, წვალობენ დიდი ხნის განმავლობაში.
შემდეგ მოდიან უცხო ადამიანები, ბავშვები გამოდიან, თავიანთი მიღწევევის დემონსტრაციას ახდენენ და ამას, რატომღაც, ჰქვია „ზეიმი“. ეს ბავშვებისთვის ზეიმი ნამდვილად არ არის. ბავშვებისთვის ეს არის სამუშაო.
ზეიმები საბავშვო ბაღებში სტრესულია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მასწავლებლისა და მშობლებისთვისაც.
ამ დღეს მასწავლებლები ყველაზე მეტად ნერვიულობენ, რომ რაღაცა ვერ გამოვა. ბავშვმა, რომელმაც მშვენივრად იცის მთელი დადგმის სცენარი, როცა სცენაზე გამოსვლის დრო დგება, არ ამბობს ლექსს და იწყებს ტირილს.
მასწავლებელი დასტრესილია, მშობელი ბრაზობს, რომ მან ტანსაცმელი შეუკერა, მშობელი ცდილობს ბავშვი გამოაჩინოს ყველას წინაშე და ბავშვი არ გამოდის სცენაზე, მშობელი ბავშვს უბრაზდება – ეს საზეიმო განწყობას არ ქმნის.
ნუ ვიტყვით, რომ ეს არის საჩვენებელი გამოსვლა, თუ რა ისწავლეს ამ წლების განმავლობაში ბავშვებმა და რა შედეგებს მიაღწიეს. საბავშვო ბაღი არ არის თეატრალური სტუდია, რომ ბავშვის სამსახიობო უნარები შევაფასოთ. საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის სულ სხვა უნარების განვითარებაა აუცილებელი.
თუ ბავშვები თავისით დგამენ რაღაც წარმოდგენას, თვითონ აკეთებენ ამას ამხანაგებთან ერთად ან დამოუკიდებლად, ეს ნამდვილად არის ბავშვების უნარების განვითარება. მაგრამ როცა მასწავლებელი აძლევს მზა სცენარს და შემდედ უნდა დაიზეპიროს ლექსი და გამოვიდეს სცენაზე, ლამაზ ტანსაცმელში ჩაცმული, ეს არაფერს არ მატებს ბავშვის განვითარებას.
შესაძლოა, აღსაზრდელმა ზეიმზე შესანიშნავად თქვას ლექსი, მაგრამ ის უნარები, რაც მას სკოლაში სწავლისთვის სჭირდება, არ ჰქონდეს გამომუშავებული.
ზეიმების მოსამზადებლად იხარჯება ის დრო, რომელიც ბავშვების უნარების განვითარებას უნდა დაეთმოს. საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დასაწყისში ორი თვის განმავლობაში ემზადებიან შემოდგომის ზეიმისთვის, შემდეგ ორი თვე საახალწლო ზეიმისთვის, შემდეგ 3 და 8 მარტის დღესასწაულებისთვის და ბოლოს – გამოსაშვები ზეიმისთვის.
როდისღა უნდა ასწავლოს პედაგოგმა ის პროგრამა, რომელიც განსაზღვრულია საბავშვო ბაღისთვის?! მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ პროგრამას ვერ ასწრებენ.
ზეიმი უნდა იყოს, მაგალითად, ისეთი, როგორსაც აკეთებს ოჯახი შვილის დაბადების დღეს, – ლამაზი გარემო, ისეთი სტუმრები, რომელიც ბავშვს მოსწონს და იცნობენ (თუნდაც მხოლოდ თავისი თანატოლები), ცდილობენ სტუმრებიც და იუბილარიც გაართონ და მისთვის გემრიელი საკვებით გაუმასპინძლდნენ, ასეთი იქნება ბავშვებისთვის ნამდვილი ზეიმი“.
თამთა გოგოლაძე
ფოტო „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.