მთელი ქვეყნის მასშტაბით, პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში ტრადიციული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
რატომაა მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღების გახსნა აღსაზრდელებისათვის, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს აღსაზრდელის განვითარებაში სახლში ჩაკეტვამ, – ამ საკითხებზე სასაუბროდ საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტს ოლგა მუსხელიშვილს მივმართეთ.
– ევროპაში პირველი ლოქდაუნის შემდეგ თავდაპირველად სკოლები და საბავშვო ბაღები ამოქმედდა, – ამბობს ოლგა მუსხელიშვილი, – რადგან ევროპის ქვეყნებში ესმით, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია. საბავშვო ბაღები ეს არის ზოგადი განათლების პირველი საფეხური. ბავშვი რომ სკოლაში წარმატებული იყოს, მან სკოლამდელი განათლება უნდა მიიღოს.
ევროპაში არც ერთი დღით არ დახურულა სპეციალური საჭიროებისა და შშმ ბავშვების სასწავლო დაწესებულებები. ჩვენთან ყველაფერი დაიხურა. ეს დაუშვებელია, რადგან ამ ბავშვებისათვის რამდენიმე თვის დაკარგვა, მის განვითარებაში რამდენიმეწლიანი ჩავარდნაა.
საბავშვო ბაღებმა შემოდგომაზე სულ რამდენიმე კვირა იმუშავეს. გამოდის, რომ ბავშვებმა 2020 წელი მთლიანად დაკარგეს. თუ მარტში გაიხსნა, მაქსიმუმ სამი თვე ისწავლიან. ეს კატასტროფულად ცუდ შედეგებს მოიტანს.
ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამწუხაროდ, არ აქვთ გათვითცნობიერებული, სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის თუ რას ნიშნავს ყოველი თვის დაკარგვა. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ეს ბავშვები ამ დანაკლისს დისტანციური სწავლებით ინაზღაურებენ. სოციალურ-ემოციური ქცევის განვითარება ვიდეოგაკვეთილებით შეუძლებელია, პირიქით, ამ ასაკის ბავშვებისთვის ეკრანებთან ჯდომა მავნეა.
სექტემბერში, ვიდრე საბავშვო ბაღები გაიხსნებოდა, რეგულაციები შეიმუშავეს. ერთ-ერთი რეგულაციით, არ შეიძლება, ბავშვებმა ერთმანეთის ნივთებით ისარგებლონ. წარმოვიდგინოთ, რომ აღსაზრდელები სხედან და თავიანთი ფანქრებით ხატავენ. ერთმა მეორეს ფანქარი სთხოვა. ეს მათი ბუნებრივი ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ ამ რეგულაციით ეს არ შეიძლება. ანუ რასაც ვასწავლით აღსაზრდელებს – კოლექტივში ურთიერთობას, კოლექტიურ მუშაობას, სხვისი ემოციის გაზიარებას, თანაგრძნობას, – ეს ყველაფერი ამ რეგულაციით ირღვევა.
რა შედეგს მივიღებთ ორი წლის შემდეგ? სოციალური ურთიერთობების განვითარებას ბავშვი სამი წლის შემდეგ იწყებს. სამ წლამდე ბავშვი არის ეგოცენტრიკი, მაგრამ სამი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს მისი სოციუმში ინტეგრირება, სხვანაირად ბავშვი ეგოცენტრიკი დარჩება და მივიღებთ სოციოპათებს – ადამიანებს, რომლებმაც სხვისი ემოციის გაზიარება, გაგება, თანაგრძნობა საერთოდ არ ეცოდინებათ.
ევროპაში სხვა პრიორიტეტები აქვს. იქ იციან, რომ სკოლამდელი აღზრდა პირველ ადგილზეა. ჩვენ ეს არ გვესმის. ჩვენთან პირველ ადგილზე ბიზნესია!
სკოლები ყველგან ამოქმედდა, გარდა დიდი ქალაქებისა, მაგრამ საბავშვო ბაღები არა, რატომ? ამის ახსნით თავს არავინ იწუხებს. ამაზე ხმა განათლების მინისტრმა უნდა ამოიღოს.
შესაძლებელია, შექმნილიყო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ჯგუფები, სადაც ბავშვებს მივიყვანდით დილით და შუადღისას, სადილის დროს წამოვიყვანდით. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოზარდების განათლებაზე იზრუნოს.
თამთა გოგოლაძე
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო