

პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაეროს ბავშვთა ფონდმა, ევროკავშირთან პარტნიორობით, ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება“ ფარგლებში, „პოზიტიური მშობლობის კვირეული“ დაიწყო.
ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად გაიმართა დისკუსია ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შესახებ მთავრობის წარმომადგენლების და სპეციალისტების მონაწილეობით და ასევე – დისკუსია პოზიტიური მშობლობის შესახებ მშობლებისა და ბავშვების მონაწილეობით.
კვირეულის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „მშობლები განათლებისთვის“ პარტნიორობით წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეიკრიბებიან მშობლები, პროფესიონალები, ბავშვები და იმსჯელებენ, თუ როგორი უნდა იყოს გონივრული მიდგომები პოზიტიური აღზრდისა და ბავშვთა უფლებების დაცვისადმი. ეს კი პოზიტიური კომუნიკაციისა და პატივისცემის მეშვეობით მიიღწევა.
აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ონლაინ ვებინარებს, პირისპირ შეხვედრებსა და სოციალური მედიის კამპანიას.
საქართველოში იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ოჯახის მხარდაჭერი მომსახურებების დანერგვა-გაძლიერება აუცილებელია.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში