
კორონავირუსის პანდემიის გამოხარაგაულის მუნიციპალიტეტის წიფის საბავშვო ბაღში შეწყვეტილი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან, პირველი ივნისიდან განახლდება.
ამ საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსი 18 მაისს დაუდასტურდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) დღემდე სულ 665 პირი დაინფიცირდა. მათგან 604 გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 25 პირი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება დღეს, 31 მაისს, განახლდა.
დღეს ტესტირება ხარაგაულის #2, წყალაფორეთის, ხიდრისა და მარელისის სკოლების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. PCR ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის