ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ (თავმჯდომარე კობა ლურსმანაშვილი) ვაკანტურ თანამდებობზე საჯარო მოხელეთა დასანიშნად რეკომენდაციები შეიმუშავა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დასანიშნად კომისიამ რეკომენდაცია გაუწია ქეთევან ლურსმანაშვილს; ხოლო საკრებულოს მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში – ზაალ ორბელაძეს.

კომისიამ გამგებლის წარმომადგენლად ხევში რეკომენდაცია გაუწია გელა კოპაძეს;
გამგებლის წარმომადგენლად ხუნევში – კონსტანტინე ლომიძეს;
ღორეშაში – იური მჭედლიძეს;
წიფაში – მაია გაჩეჩილაძეს;
წყალაფორეთში – მურმან არჯევანიძეს;
ხიდარში – ბადრი ბერაძეს;
საღანძილეში – კობა ყრუაშვილს;
ნადაბურში – ზურაბ შუბითიძეს;
მოლითში – სპარტაკ ლაცაბიძეს;
ლეღვანში – პაატა ბურჯანაძეს;
კიცხში – გია ჩხიკვაძეს;
ზვარეში – ბერიკა ტალახაძეს;
ვახანში – ზვიად არევაძეს;
დაბა ხარაგაულში – პაატა ფცქიალაძეს.

კომისიამ გადაწყვიტა, რომ დამატებით იმსჯელოს ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პრეტენდენტის გამოსავლენად. ასევე დამატებით განიხილება ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის კანდიდატურა.

სარგვეშისა და ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობები ვაკანტური დარჩა გასაუბრებაზე პრეტენდენტების გამოუცხადებლობის გამო. ვაკანტურია გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობები ბორითსა და ბაზალეთში, ვინაიდან კომისიამ არ გასცა რეკომენდაციები.

გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების წამყვან სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში კომისიამ რეკომენდაცია გაუწია დავით პავლაძეს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში – გიზო მიქიაშვილს;
ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსად – დავით თხელიძეს;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად – ზურაბ იჩქიტიძეს;
ამავე სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილების წამყვან სპეციალისტად საბუღალტრო საკითხებში – ია ტაბატაძეს;
ამავე სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსად – ინგა ჭიპაშვილს;
ამავე სამსახურის საფინანსო-სახაზინო და საბიუჯეტო განყოფილების წამყვან სპეციალისტად სახაზინო და საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხებში – ლალი ჭიპაშვილს;
ამავე სამსახურის საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსად – ნინო მაღლაკელიძეს;

სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროს სპეციალისტად მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში – მანანა გელხვიიძეს;
ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტად სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში – ზვიად ორჯონიკიძეს;

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის სპეციალისტად ეკონომიკის საკითხებში – გიორგი სახვაძეს;
ამავე სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების სპეციალისტად მუნიციპალური ქონებისა და მართვის სფეროში – მიხეილ სეფაშვილს;
ამავე სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუნიციპალური ქონებისა და მართვის სფეროში – ნანული კვინიკაძეს;
ამავე სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსად – მაია ალავიძეს;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს სპეციალისტად სპორტის საკითხებში – უჩა ცხადაძეს;
ამავე სამსახურის უფროს სპეციალისტად კულტურის საკითხებში – დავით ჩადუნელს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში – ლელა მაჭავარიანს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად განათლების საკითხებში – ლელა შარიქაძეს;

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვან სპეციალისტად ჯანდაცვის საკითხებში – თამარ გოგოლაძეს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტებად ჯანდაცვის საკითხებში – ლია ფცქიალაძესა და მაია გაჩეჩილაძეს;
ამავე სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროს სპეციალისტებად სოციალურ საკითხებში – ეკა რობაქიძესა და მირანდა შავიძეს;
ამავე სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად სოციალურ საკითხებში – ნანა თხელიძეს;
ამავე სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად – ალექსანდრე ტაბატაძეს;

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების სპეციალისტად არქიტექტურულ-სამშენებლო საკითხებში – თამაზ ხარატიშვილს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად ზედამხედველობის საკითხებში – თემურ თაბუკაშვილს;
ამავე სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების მთავარ სპეციალისტად არქიტექტურულ-სამშენებლო საკითხებში – გივი კურტანიძეს;
ამავე სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსად – ზურაბ ბანცაძეს;

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროს სპეციალისტად პირველადი აღრიცხვის საკითხებში – მაია შავიძეს;
ამავე სამსახურის უფროს სპეციალისტად მობილიზაციის საკითხებში – ლელა ჭყოიძეს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად სამხედრო გაწვევის საკითხებში – ჯემალ კალანდაძეს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად პირველადი აღრიცხვის საკითხებში – გიორგი ხახალაშვილს;

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის წამყვან სპეციალისტად შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში – ინგა თურქაძეს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში – სავლე შარიქაძეს;

ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად წარმომადგენლებთან კოორდინაციის საკითხებში – ნელი მდივნიშვილს;
ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსად – გრიგოლ ჭიპაშვილს;
ამავე სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წამყვან სპეციალისტად საკადრო საკითხებში – ლამარა მესხს;
ამავე სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად საარქივო და საოქმო საკითხებში – ია ტაბატაძეს;
ამავე სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად საქმისწარმოების საკითხებში – ნათელა კაციტაძეს;
ამავე სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსად – ნანა გიორგაძეს;
ამავე სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში – თამარ სულაქველიძეს;
ამავე სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსად – ინგა ლურსმანაშვილს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – მაია შათირიშვილს;
ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად საინფორმაციო მიმოცვლის საკითხებში – ნინო ფერაძეს;

ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად ხევის საზოგადოებრივ ცენტრში – შორენა გრიგალაშვილს, ხოლო ჯონი ხაჩიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომისიამ საკითხი დატოვა შემდგომი მსჯელობისთვის.

კომისიამ გამგებლის მრჩევლად გენდერულ საკითხებში რეკომენდაცია გაუწია – ინგა ბერაძეს;
გამგებლის თანაშემწედ – გივი თავზარაშვილს.

ვაკანტური დარჩა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში წამყვანი სპეციალისტისა და მთავარი სპეციალისტის შტატები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში გამოცხადებული 74 ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსში სულ 219 პიროვნება მონაწილეობდა.