

ეს შეკითხვა საზოგადოებაში დღეს აქტუალურია – შეიძლება თუ არა, რომ ასტრაზენეკათი აცრილმა პირმა მეორე დოზა სინოფარმით აიცრას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ გამოჩნდა პუბლიკაციები მეცნიერული დასკვნებით, რომლის თანახმად, კორონავაქცინის ურთიერთჩანაცვლება შესაძლებელია.
„თუმცა, ყველა მწარმოებელ კომპანიას უნდა, რომ მეორედაც მისი ვაქცინით აიცრა და ეს ნაწილობრივ ბიზნესის პოზიციაა, – ამბობს პაატა იმნაძე, – ჩვენ კარგად ვიცით, რომ გრიპზე ერთ წელიწადს ერთი ვაქცინით ვიცრებით, მეორე წელიწადს – მეორე ვაქცინით და ა.შ. ერთადერთი ვაქცინა, რაზეც მკაცრი რეკომენდაციაა, რომ არ შეიცვალოს, არის ცოფის ვაქცინა“.
ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე პაატა იმნაძემ დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
კოვიდპასპორტი პირველ რიგში უსაფრთხოებაა და არა პრივილეგია – პაატა იმნაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,