
ჩინური ვაქცინა სინოვაკით აცრის მსურველებისთვის დღეიდან, 21 მაისიდან რეგისტრაცია მიმდინარეობს.
„ბაზა რეგისტრაციისთვის 12:00 საათზე გაიხსნა და ორ საათში უკვე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, – მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ასაცრელად რეგისტრირდებიან.
სინოვაკით აცრა 32 ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ ვაქცინამ ეფექტურობის მხრივ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და არ ჩამოუვარდება „ფაიზერისას“. კვლევა ინდონეზიასა და ბრაზილიაში ჩატარდა.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – თურქეთსა და აზერბაიჯანში, მოსახლეობის უმრავლესობა სინოვაკითაა აცრილი. ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტები – ერდოღანი და ალიევი სინოვაკით არიან აცრილები.
ვაქცინირებულები, რა თქმა უნდა, ავადდებიან, მაგრამ რეანიმაციაში არ მოხვდებიან და დაავადებას შედარებით მსუბუქად გადაიტანენ. ვაქცინირებული ადამიანებისგან სხვაზე ვირუსის გადაცემა მცირდება.
ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ინფიცირებულ პაციენტებში, დაავადებას მსუბუქი ხასიათი ჰქონდა.
მოგეხსენებათ, რომ პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. ზოგიერთი ადამიანის ინფიცირება გამოვლინდა მესამე-მეოთხე დღესაც. ისინი უკვე ინკუბაციურ პერიოდში იმყოფებოდნენ, როდესაც აიცრნენ. მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებში დაავადება ძალიან იოლად წავიდა. აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია.
ჩვენ უკვე ნელ-ნელა იმ ეტაპზე გადავდივართ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ვაქცინირებული“.
ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე პაატა იმნაძემ დღეს, 21 მაისს, ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
კოვიდპასპორტი პირველ რიგში უსაფრთხოებაა და არა პრივილეგია – პაატა იმნაძე
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო