

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ბიუროს წევრებმა იმსჯელეს, მისცენ თუ არა გამგებელს თანხმობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილის (ჯიპი HONDA GR-V2.4 სახელმწიფო #GE-111- BI) იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისათვის გადასაცემად.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ ბიუროს წევრებს გააცნო წერილი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელს გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე იოსებაშვილმა გამოუგზავნა:
„იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას უფლებამოსილების განხორციელებისათვის ესაჭიროება მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის ავტომობილი. გთხოვთ შესაძლებლობის ფარგლებში უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში, გადმოგვცეთ ერთი მაღალი გამავლობის ავტომობილი,“ – ნათქვამია ამ წერილში.
დეპუტატმა ვარლამ თავზარაშვილმა აღნიშნა: „სამხარეო ადმინისტრაციამ გადმოგვცა „ნივა შევროლეტი“ და ახალი მანქანა „კოლხოზნიკი.“ ამის სანაცვლოდ გვთხოვენ, რომ გამგეობისგან ტენდერით 10 ათას ლარად შეძენილი ჯიპი გადავცეთ.“ მისივე თქმით, 10 ათას ლარზე მეტი ღირებულებისაა გუბერნიისგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე გადმოცემული მანქანები.
დეპუტატ თორნიკე ავალიშვილის თქმით, როცა საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდა მანქანის შესაძენად, ითქვა, რომ მანქანა გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის სამსახურს ესაჭიროებოდა. „10 ათასი ლარი წყალმომარაგებას მოაკლდა და შევიძინეთ ავტომანქანა. წინა სესიაზე ბატონმა ვარლამ თავზარაშვილმა განაცხადა, რომ ვერ ახორციელებს თავის საქმიანობას, ესაჭიროება ავტომანქანა და მუნიციპალიტეტი განიცდის მანქანის უქონლობას. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე მანქანა გვყავს და გუბერნიას უნდა გადავცეთ. ჯერ თქვენი უფლებამოსილება განახორციელეთ და მერე გადავცეთ გუბერნიას ავტომანქანა,“ – აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა.
დეპუტატ იური ლურსმანაშვილის თქმით, „ხუთი მანქანა შეუძინა წინა ხელისუფლებამ პოლიციას. მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ვეწინააღმდგები სამხარეო ადმინისტრაციისათვის მანქანის გადაცემას,“ – აღნიშნა იური ლურსმანაშვილმა.
დეპუტატმა მიხეილ გელაშვილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია ასეთი ფორმით ავტომანქანის გადაცემის: „თუ ჩვენ შევიძინეთ ავტომანქანა, უნდა იყოს ჩვენი. ასეთი ფორმულირება, – სამაგიროდ ეს მოგვცა, – არ მიმაჩნია სწორად.“
საკრებულოს 12 იანვრის სხდომაზე ამ საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა ბიუროს ხუთმა წევრმა, მხარი არ დაუჭირა – ოთხმა, საკრებულოს თავმჯდომარემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მიეცეს თუ არა თანხმობა გამგებელს ავტომანქანის სამხარეო ადმინისტრაციაზე გადასაცემად, – ამ საკითხზე რეკომენდაციის მომზადება საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას (თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილი) დაევალა.
როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, ამ საკითხს დეპუტატები ბიუროს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი