

ინფიცირებული დაბა ხარაგაულში მცხოვრებია და ის„სოკარ ჯორჯია გაზის“ ადგილობრივი სერვისცენტრის თანამშრომელია.
ამის გამო ეს სამსახური მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში სულ 654 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 590 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 54 ადამიანი იმყოფება.
კორონავირუსით ინფიცირებული 50 პირიდან 7 საავადმყოფოში მკურნალობს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება გრძელდება. დღეს ტესტირება წყალაფორეთისა და ხიდარის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ხვალ კი ვახანის, კიცხის, ბორისა და ვარძიის საბავშვო ბაღებში დასაქმებულები გაიტესტებიან.
გუშინ კორონავირუსი წიფის საბავშვო ბაღის აღმზრდელს დაუდასტურდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,