

10 იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური უქმდება და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურად ჩამოყალიბდება.
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ამ სამსახურის გაუქმებისა და უძრავი-მოძრავი ქონების სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე გადასაცემად გამგებლისთვის თანხმობის მიცემაზე.
ბიუროს წევრებმა ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა;
დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის, ქირის საფასურისა და ანგარიშსწორების წესის განსაზღვრის შესახებ;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმის პრივატიზების საფასურისა და ანგარიშწორების წესის შესახებ.
ამ საკითხებს დეპუტატები 12 იანვარს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს, მისცენ თუ არა თანხმობა გამგებელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანზე რიცხული ავტომანქანის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაზე გადასაცემად.
ამ საკითხზე რეკომენდაციის მომზადება საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას (თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილი) დაევალა.
როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, ამ საკითხს დეპუტატები ბიუროს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის