
ხარაგაულის საავადმყოფოში კორონავირუსზე აცრები კვირაში ორ დღეს – სამშაბათსა და ხუთშაბათს ჩატარდება.
სამშაბათს, 4 მაისს, ჩინური ვაქცინა სინოფარმით 28 პირი აიცრა, მათგან 26 რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეა.
„დღეში 30 პირს ავცრით, – ამბობს ექთანი შორენა ლოლაძე, – გუშინ აცრამდე ჩინეთის ორი მოქალაქის გამოკითხვისას გამოირკვა, რომ მათ აცრას, შესაძლოა, უკუჩვენება მოჰყოლოდა. ამიტომ არ ავცერით.
ხარაგაულის საავადმყოფოში სინოფარმზე აცრისთვის 20 მაისის ჩათვლით ყველა ადგილი დაჯავშნულია“.
ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი ამბობს, რომ აცრისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი დაცულია. ადგილზეა რეანიმატოლოგი. ასაცრელად დარეგისტრირებულ პირებს აცრამდე უზომავენ ტემპერატურას, ავსებენ კოვიდპასპორტს და სპეციალურ კითხვარს.
„დიდი მნიშვნელობა აქვს აურას, განწყობას, პროფესიონალიზმს, – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – ექთანი შორენა ლოლაძე და საავადმყოფოს მთელი კოლექტივი მობილიზებულია, რომ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით განხორციელდეს. ამ ეტაპზე აცრა ერთადერთია, რაც გვიცავს კორონავირუსისგან“.
20 მაისს სინოფარმით აიცრის ხარაგაულის საავადმყოფოში მირიან შარიქაძე.
„აცრა მარტივი მიზეზის გამო გადავწყვიტე, – ამბობს მირიანი, – მინდა, რომ დასრულდეს პანდემია და ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეცვლილი ცხოვრების წესი და ა.შ. რაც შეეხება სინოფარმის არჩევას, სხვა ალტერნატივა არც მქონდა. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ვაქცინას. თუმცა შემდეგ გავეცანი ბევრ ინფორმაციას და გადავწყვიტე, სინოფარმით ავიცრა“.
ვაქცინაცია ხარაგაულში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კლინიკებში, 2021 წლის 18 მარტიდან დაიწყო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ახალციხელი მედდის გარდაცვალების გამო საქართველოში აცრის უფლება 4 მაისამდე რამდენიმე კლინიკას, მათ შორის იმერეთში მხოლოდ ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრს ჰქონდა.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის