

ეს ინფორმაცია ხარაგაულის საავადმყოფოს დირექტორის, გიორგი ამურველაშვილისგან მოვიპოვეთ.
მისი თქმით, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაული“ 4 მაისიდან სრულ მზადყოფნაში იქნება კორონავირუსზე აცრის მსურველთა ასაცრელად.
„ვაქცინაციის ადგილზე მზადყოფნაში იქნება ბრიგადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტს პირველად სამედიცინო დახმარებას covid-19-ის ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლის მიხედვით გაუწევს“, – ამბობს გიორგი ამურველაშვილი.
ვაქცინაცია ხარაგაულში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კლინიკებში, 2021 წლის 18 მარტიდან დაიწყო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ახალციხელი მედდის გარდაცვალების გამო საქართველოში აცრის უფლება ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ რამდენიმე კლინიკას მისცა.
ამ დრომდე, იმერეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია შესაძლებელი.
ნინო კაპანაძე
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს