

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 იანვარს გამართულ სხდომაზე ცვლილება შეიტანა საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში.
დადგენილების თანახმად, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოს დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის ფაქტიურ საცხოვრებლამდე დაშორების გათვალისწინებით და გაიცემა შემდეგი ოდენობით:
დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, საღანძილისა და ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დეპუტატებზე 400 ლარის ოდენობით;
ლეღვანის, მოლითის, ვახანის, კიცხის, ხიდარის, ვარძიისა და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დეპუტატებზე 450 ლარის ოდენობით;
ბორითის, ხუნევის, ხევის, ნადაბურის, წიფას, ზვარეს, სარგვეშისა და ღორეშას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ დეპუტატებზე 500 ლარის ოდენობით.
დადგენილება ამოქმედდა 2015 წლის პირველი იანვრიდან. ამ დრომდე საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), ხარჯის სახით ზემოთ აღნიშნულ თანხებზე 100-100 ლარით ნაკლებს იღებდნენ.
საკრებულოს წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სახელით განაცხადა, რომ ფრაქციის წევრები უარს ამბობენ ხარჯის გაზრდაზე. ხარჯის გაზრდის წინააღმდეგია კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე.
საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. მისი თქმით, „საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა ამ საკითხზე საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჩაატარა და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან არ იყო გავლილი.“
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი